ევროპარლამენტმა EU-ში კიბერუსაფრთხოების წესების გაძლიერებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა EU-ში კიბერუსაფრთხოების წესების გაძლიერებას მხარი დაუჭირა

access_time2021-10-31 11:30:07

ევროპარლამენტმა ბლოკის კიბერუსაფრთხოების წესების გაძლიერებას მხარი დაუჭირა. მრეწველობის, კვლევისა და ენერგეტიკის კომიტეტის წევრებმა ახალი წესები 70 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღეს.

პარლამენტის დონეზე ევროპული ქსელების უსაფრთხოების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კონსენსუსი იშვიათი შემთხვევაა. 

ბარტ გროთუისმა, ევროპარლამენტარმა, რომელიც ინიციატივებზე მუშაობდა, განმარტა, რატომ არის განახლება ასე გადამწყვეტი. “ძალიან მნიშვნელოვანია, ვიმოქმედოთ სწრაფი ტემპით, რათა ჰაკერებმა არ ამჯობინონ ევროპაზე ორიენტირება”,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ რაც უფრო მაღალია უსაფრთხოება, მით მეტია კონტროლი, მაგრამ იოან კასიანიდესი, ციფრული ნდობის ალიანსის მმართველი დირექტორი ამბობს, რომ ყველაფერი პირიქითაა.

“კიბერუსაფრთხოება არ ზღუდავს მომხმარებელს და არ არის საშიში. პირიქით, კომპანიების მიერ შემუშავებული ინსტრუმენტები და გადაწყვეტილებები ჩვენი თავისუფლებების დაცვის გარანტიას იძლევა და ამიტომ აუცილებელია, მარეგულირებელ ორგანოებს მივცეთ შესაძლებლობა, დაგვიცვან”,- განაცხადა კასიანიდესმა.


გროთუისი ასევე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი ძალიან ჩამორჩება სხვა დიდ ქვეყნებს. “ჩვენ დაახლოებით 41%-ით ნაკლებ ინვესტიციას ვდებთ კიბერუსაფრთხოებაში, ვიდრე ამერიკელები. ძალიან მნიშვნელოვანია, ასე მოვიქცეთ, რათა თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომლებიც ძირითადად მოდის რუსეთიდან, როდესაც საქმე ეხება გამოსასყიდ პროგრამებს, მაგრამ ასევე სახელმწიფოს თავდასხმებს ჩინეთიდან, ირანიდან და სხვებისგან, რომლებიც ცდილობენ შეაღწიონ ჩვენს ქსელებში გეოპოლიტიკური გავლენის  მოსაპოვებლად”,- განაცხადა გროტუისმა.

ევროპარლამენტს ახლა მოუწევს მოლაპარაკება 27 წევრ სახელმწიფოსთან, რათა მიაღწიოს შეთანხმებას ახალი წესების ამოქმედებაზე. ამის შემდეგ, ყველა ევროპარლამენტარმა უნდა გადაწყვიტოს, დაეთანხმება თუ არა იმას, რაც მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება, სანამ ინიციატივა კანონად იქცევა.


წყარო: "ბიზნეს ფორმულა"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up