ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობს

access_time2022-11-23 16:30:27

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 23 ნოემბრის სხდომაზე მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ ცნობენ, იმ სასტიკი და არაადამიანური ქმედებების გამო, რაც მან უკრაინაში ჩაიდინა. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ნიადაგს ამზადებენ საიმისოდ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მთავრობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარდგნენ.

 

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება და ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები,   არის უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი და და სამხედრო დანაშაული   ნათქვამია ევროპარლამენტარების რეზოლუციაში.

 

დეპუტატებმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდეს, ხელი შეუწყონ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებული სპეციალური ტრიბუნალის შექმნას. კენჭისყრის წინ აღინიშნა, რომ დოკუმენტი უნდა იქცეს ნაბიჯად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და მისი მთავრობის სამართლებრივი დევნის გზაზე.

 


რეზოლუცია ევროპის ქვეყნებს არ ავალდებულებს რაიმე მოქმედებას და სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მის მიღებას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 44-მა თავი შეიკავა, 58 წინააღმდეგი იყო.

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერში გამოეხმაურა აღნიშნული რეზოლუციის მიღება.

 

„რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს ყველა დონეზე და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, რათა დაასრულოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში“,    წერს ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერში.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up