მიმდინარე ზამთარში ევროპაში სავარაუდოდ თბილი ზამთარი იქნება - ამის შესახებ Bloomberg-ი კლიმატის სამსახურის Copernicus-ის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საშუალოზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება ბალტიის, ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვების სანაპირო რაიონებში. დიდ ბრიტანეთში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში ზამთარი თბილი იქნება 50-60% ალბათობით, საფრანგეთსა და გერმანიაში ნალექი გაცილებით ნაკლები იქნება.
მასალაში აღნიშნულია, რომ მაღალმა ტემპერატურამ შესაძლოა შეასუსტოს ბუნებრივ აირზე მოთხოვნა, რომელიც გაძვირდა მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის პირობებში. თბილმა ამინდმა შეიძლება თავიდან აიცილოს საწვავის დეფიციტი. როგორც ცნობილია ევროპამ გაზსაცავები მოსალოდნელი კრიზისის ფონზე უკვე შეავსო.
ევროპის გაზსაცავებში მარაგების დონე 95,51%-ს შეადგენს, რაც 102 მილიარდ კუბ/მ-ზე მეტ აქტიურ გაზს შეადგენს.