Eurostat-ის მონაცემებით 2021 წელს უძრავი ქონების ტრანზაქციები მნიშვნელოვნად არის მომატებული 2020 წელთან შედარებით. მატება გამომდინარეობს 2020 წლის მოთხოვნის შემცირებიდან 2019 წელთან შედარებით.
„ყველაზე დიდი ტრანზაქციების ზრდა რაოდენობრივად 2021 წელს დაფიქსირდა ესპანეთში (+39.3%), ბულგარეთში (+39.0%), უნგრეთში (+22.9%) და ირლანდიაში (+22.2%)“ - აცხადებენ eurostat-ში.
აქვე აღსანიშნავია ქვეყნები, სადაც დაფიქსირდა კლება: ნიდერლანდები (-3.2%) და ლუქსემბურგი (-0.8%).
„ტრანზაქციების მატება 2021 წელს, გამომდინარეობს 2020 წლის ლოქდაუნიდან, კონკრეტულად კი 2020 წლის მეორე მეოთხედიდან, როდესაც მოხდა უძრავი ქონების ტრანზაქციების დროებითი შეზღუდვა პანდემიიდან გამომდინარე“ - აღნიშნულია eurostat-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია ისიც, რომ eurostat-ის მონაცემებით 2022 წელის პირველი მეოთხედში, 2021 წლის პირველ მეოთხედთან შედარებით დაფიქსირებულია უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობის ზრდა რიგ ქვეყნებში: კვიპროსი (+40.0%), ბულგარეთი (+32.9%), პორტუგალია (+28.6%), სლოვენია (+27.6), ესპანეთი (+23.3%) და ბელგია (+13.9%).