ევროპაში კოვიდპანდემიის ახალი ტალღა იწყება

ევროპაში კოვიდპანდემიის ახალი ტალღა იწყება

access_time2022-06-24 09:00:00

ევროპის ქვეყნებში კოვიდ 19-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც ომიკრონის მაღალინფექციური სუბვარიანტითაა გამოწვეული. ინფორმაციას CNN ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს გარემოება დაავადების ახალი გლობალური ტალღის საფრთხეებს ქმნის. მიზეზებად იმუნიტეტის შესუსტება და მოგზაურობების სეზონის დაწყება სახელდება.


დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) აცხადებს, რომ BA.4 -სა და BA.5-ს ვარიანტების ზრდა მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ევროკავშირში დომინანტები გახდება და, სავარაუდოდ, შემთხვევების მკვეთრ ზრდამდე მიგვიყვანს.


ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, რომელიც პანდემიას აკვირდება, ინფექციის შემთხვევები იზრდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში.


ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ომიკრონის ქვევარიანტებს BA.4-სა და BA.5-ს აქვთ ზრდის მეტი შესაძლებლობა წინა ვარიანტებთან შედარებით და, როგოც ჩანს, ეფექტიანად უვლის გვერდს იმუნურ სისტემას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არც გადატანილი ინფექცია და არც ვაქცინები არ უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას ამ ქვევარიანტებისგან, ამიტომ ისინი დომინანტები ხდებიან. ECDC-ის შეფასებით, ომიკრონის ეს სახეობები არ იწვევს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას, თუმცა შემთხვევების რაოდენობის ზრდა ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდამდე აუცილებლად მიგვიყვანს.


საფრანგეთში მილიონ მოსახლეზე ახალი შემთხვევების რაოდენობა ამ თვის დასაწყისიდან თითქმის გასამმაგდა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კი აპრილის შემდეგ პირველად ზრდას აჩვენებს. ამიტომ ქვეყნის ეპიდემიოლოგი ალენ ფიშერი გარკვეული შეზღუდვების დაბრუნებას ითხოვს.



„ეპიდემია ისევ აჩქარდა და ეს ამ სეზონზე სრულიად მოულოდნელია,“ – განაცხადა ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, დოქტორმა ბენჟამინ დავიდომ.


„ომიკრონის ახალი ვარიანტებით (BA.4 და BA.5), რომლებიც 10-15%-ით უფრო გადამდებია, ეპიდემიამ ახალი ენერგია მოიპოვა,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ შეზღუდვების მოხსნამ -მათ შორის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და თვითმფრინავებში ნიღბების ტარების ვალდებულების გაუქმებამ, იმუნიტეტის შესუსტებასთან ერთად რეალური საფრთხეები შექმნა.


დავიდო და ჯანდაცვის სხვა ექსპერტები აცხადებენ, რომ საფრანგეთის საავადმყოფოები ზაფხულში გადაიტვირთება, თუკი 60 წელს გადაცილებული ადამიანები რაც შეიძლება მალე არ მიიღებენ განმეორებით ვაქცინებს. ქვეყანაში ჰოსპიტალიზაცია უკვე იზრდება, თუმცა სპეციალისტებს არ აქვთ ახსნა, ესაა BA.5-ვარიანტის უფრო გადამდებლობის თუ იმის შედეგი, რომ მოსახლეობის იმუნიტეტი შესუსტდა.


პანდემიის ახალი ტალღის დაწყებაზე საუბრობენ დიდ ბრინატეთში, სადაც კოვიდით ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 43%-ით გაიზარდა


ევროპის ქვეყნებს არც აშშ ჩამორჩება: ბოლო სტატისტიკით, BA.4 და BA.5 ვარიანტები კოვიდით ინფიცირების ყოველი მესამე შემთხვევის მიზეზია და როგორც ექსპერტები პროგნოზირებენ, ისინი უახლოეს მომავალში დომინანტური გახდება.



jandacva.ge





თეგები:
კოვიდ 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up