ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების დაახლოებით 90% ქართული წარმოშობისაა

ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების დაახლოებით 90% ქართული წარმოშობისაა

access_time2021-12-31 10:00:33

ევროპაში საშობაოდ გაყიდული ბუნებრივი ნაძვის ხეების 90% საქართველოდან გატანილი სათესლე მასალითა არის  მოყვანილი. ამ ბიზნესიდან საქართველომ 2020 წელს 335 000 ლარი მიიღო. ამ დროს, მხოლოდ შობა-ახალ წელს გაყიდული ხეების საერთო ღირებულება ევროპაში  მილიარდობით ევროს აღწევს.



დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოს დიდი რესურსი აქვს, თავად გაზარდოს სათბურებში ნაძვი და შედეგ გაიტანოს ექსპროტზე, რათა მოგების დიდი წილი ქვეყანაში დარჩეს.



პროფესორ ანზორ მესხიშვილის თქმით,  ქვეყანას ნამდვილად აქვს რესურსი, თავად მოახდინოს კულტივაცია, მცენარის გაზრდა და შემდეგ ექსპორტზე გატანა. ამისათვის კი სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის ინტერესი და სწორი გათვლაა საჭირო.



,,საქართველოს დიდი პოტენციალი რეალურად აუთვისებელია. წარმოუდგენელია, მაგრამ ნაძვნარი და ფიჭვნარი ჩვენთან ძირითადად უცხოეთიდან შემოტანილი ნერგებით შენდება. სანერგე მეურნეობების  დიდი ტრადიცია არსებობს. დარგი იმდენად დახვეწილი იყო, რომ ხეებს ვაშენებდით და ეს წარმატებულად მიმდინარეობდა. შემდეგ ეს მთლიანად მოიშალა და მოხდა ისე, რომ სპეციალისტების ნაცვლად, სატყეო მეურნეობა მთლიანად პოლიციელების ხელში აღმოჩნდა. ახლა მიდგომა შეიცვალა, რაც იმედს იძლევა, რომ არა მხოლოდ ადგილზე მოხდეს ტყის გაშენება, არამედ ექსპორტზეც გავიტანოთ ქართული ჯიშის ნერგები, რომელიც ასე პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ქვეყანაში არსებობს პროექტები, მათ შორის, ,,აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც მსგავსი მეურნეობების დაწყება შესაძლებელია,  ამისთვის საჭიროა საკმარისი კომუნიკაცია მოსახლეობასთან“, - ამბობს მესხიშვილი ,,კომერსანტთან“.



რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გირჩების რთველი ტრადიციულად ოქტომბერში იწყება და შუა ნოემბრამდე გრძელდება. როგორც ადგილობრივები ამბობენ, წელს მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია, რაც სეზონურობითაა გამოწვეული.



გირჩის უნიკალური თესლი მოიპოვება სოფელ თლუღში. აქედან მიღებული თესლით უცხოური კომპანიები სეზონზე ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს იღებენ.


აქაური სოჭების უნიკალობაზე რაჭველებიც ბევრს ჰყვებიან. გასული საუკუნის დასაწყისში თლუღის ტყეში ხანძარი გაჩენილა. ტყე თითქმის მთლიანად დამწვარა და ,,ამ ადგილის ტოლ-სწორად წამოსული ამონაყარი”, დაახლოებით 50 წლის შემდეგ სოჭის ტყედ ქცეულა.




თლუღში ფიჭვისებრთა ოჯახის ქართული წარმომადგენელი – კავკასიური სოჭი ხარობს, რომელიც შეუფასებელია მათთვის, ვისაც საახალწლოდ ”ცოცხალი” ნაძვის ხის მორთვა უყვარს. რაჭაში მოყვანილ კავკასიურ სოჭს განსაკუთრებული, ვერცხლისფერი შეფერილობა და სიმეტრიული, იარუსებიანი ფორმა აქვს.




ეს ჯიში ნორდმანის სოჭის სახელითაცაა ცნობილი და ძირითადად, კავკასიაში ხარობს. ნორდმანის ჯიში, სოჭის სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, უფრო მალე იზრდება – 6-7 წელიწადში მათი საშობაო ნაძვის ხეებად გაყიდვა შეიძლება. სეზონზე მოპოვებულ, მომწიფებულ ერთ ჯანსაღ გირჩში დაახლოებით 25 ცალი თესლია.



სოჭის თესლი, ძირითადად, დანიაში იგზავნება. ეს ქვეყანა კი წელიწადში მილიონობით საშობაო ნაძვის ხეს მთელ ევროპაში ყიდის. ათწლეულების განმავლობაში ნაძვის ხეების ინდუსტრია დანიის ეროვნულ ბიზნესად იქცა.




გირჩის თესლის შეგროვება აქაურებისთვის უკვე დიდი ხანია, შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ადგილობრივები ამბობენ, რომ გირჩის რთველის მიმართ მოსახლეობაში განსაკუთრებული მოლოდინია, ეს სეზონური დასაქმების საუკეთესო შესაძლებლობაა, რითაც რეგიონი განებივრებული არ არის.




,,გირჩის მოსავლის აღებაში რამდენიმე სოფელი მონაწილეობს. ადრე ამ პროცესში მთელი სოფელი მონაწილეობდა, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სიცოცხლისთვის საშიშ სამუშაოდ მიიჩნეოდა და ამის გამო ასაკოვანი ადამიანებისთვის აქ დასაქმება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ფაქტობრივად, 40 მ სიმაღლეზე გვიწევს ასვლა და გირჩის კრეფა, მარტივი არ არის. ადრე ყოველგვარი დაცვის გარეშ ადიოდნენ ადამაინები, ახლა ტექნოლოგიურად ეს საქმიანობა უფრო უსაფრთხოა, მუშაობისას ადამაინები დამცავ საშუალებებს იყიენებენ, რის შსაძლებლობაც ადრე არ იყო. წლების წინ ჩვენი სოფლიდან ათობით ადამიანი ჩადიოდა თლუღში გირჩის საკრეფად, ახლა სულ 2 კაცი ვართ, ვინც იქ დასაქმება შეძლო, თუმცა ახლომახლო სოფლების მოსახლეობისთვის ეს გაცილებით ადვილია”, – ამბობს ლაშა მდივნიშვილი, სოფელ გორისუბნის მკვიდრი.



ამჟამად საქართველოში სოჭის გირჩის მოპოვების 19 ლიცენზიანტია. სოჭის გირჩის მოპოვება და ექსპორტი აღირიცხება, ხოლო ლიცენზიანტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგს გარემოს დაცვის ზედამზედველობის დეპარტმანეტი ახორციელებს. 



ცნობისთვის, 2020 წელს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების საშუალებით განხორციელდა სოჭის გირჩის მარაგების კვლევები, რომლის საფუძველზეც 2022 წლიდან, სახელმწიფოსათვის მაქსიმალურად მისაღები პირობებით დაგეგმილია ახალი, გრძელვადიანი (10 წლით) ლიცენზიების გაცემა.

 


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევების საფუძველზე განისაზღვრება რაჭა-ლეჩხუმსა და სამცხე-ჯავახეთში სოჭის გირჩის მარაგების ზუსტი მონაცემები, არა მხოლოდ სატყეო კვარტლების და უბნების, არამედ ლიტერების ფონზე. 2020 წელს გირჩის რთველი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.

 


გირჩის ბიზნესი საქართველოში საბჭოთა პერიოდში დაიწყო და 90-იანი წლების მდგომარეობით, ქვეყნიდან 20 ტონა გირჩის თესლი გადიოდა ექსპორტზე. აქედან 2 ტონა ბორჯომის გირჩია, დანარჩენი 18 ტონა კი რაჭიდანაა, რომელიც საუკეთესო ჯიშად ითვლება.

 


რაჭის გირჩის საშუალო მოსავლიანობა  300-400  ტონის ფარგლებშია.



ნედლი გირჩის საშუალოდ 5-8 ლარი ღირს ხარისხის მიხედვით. ევროპაში გირჩის თესლი 50-70 ევროს ფარგლებში იყიდება.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up