ევროპაში, შვედეთის არქტიკულ ნაწილში იშვიათი ლითონების უდიდესი საბადო აღმოაჩინეს. მისი სრული ფართობი ჯერ უცნობია, მაგრამ ნედლეულის შემცველობა მილიონ ტონას აჭარბებს. როგორც Bloomberg წერს, საბადო სახელმწიფო სამთო კომპანიის LKAB-ის მუშებმა ქალაქ კირუნას მაღაროს ჩრდილოეთით აღმოაჩინეს.
„მინიმუმ 10-15 წელი დასჭირდება ნედლეულის მოპოვებასა და ბაზარზე მიტანას“, - განუცხადა გამოცემას LKAB-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან მოსტრომმა. კომპანია დარგის განვითარების ლიცენზიაზე განაცხადის შეტანას წელს გეგმავს. ა
შვედეთში ახალი საბადოებისთვის ლიზენზიის დამტკიცებას ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება: უნდა გამოითვალოს წყლის რესურსებზე და ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების ყველა რისკი იმ ადგილებში, სადაც ისინი მდებარეობს.
უკვე ცნობილია, რომ იშვიათი ლითონები ისეთი პროდუქტებისთვის გამოიყენება, როგორიცაა ქარის ტურბინებისთვის საჭრო მაღალი ხარისხის მაგნიტები, ასევე ელექტრო მანქანების ძრავების და ა.შ.