ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას ქართველი მუშახელი ვერ იყენებს - რა ქმნის პრობლემას

ევროპაში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას ქართველი მუშახელი ვერ იყენებს - რა ქმნის პრობლემას

access_time2022-06-08 16:00:52

ევროპაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების შესაძლებლობა განსაკუთრებით  პანდემიურ პერიოდში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ განაცხადი ათიათასობით შეივსო, დიდწილად  ეს შანსი გამოუყენებელი დარჩა. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებაზე ისევ მუშაობს.


პორტუგალია, ესპანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, კვიპროსი, უნგრეთი, ფინეთი, ბელგია და საბერძნეთი - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც ახლა მთავრობა ქართველების ლეგალურად დასაქმებას ცდილობს.


საქართველოს მოქალაქეების შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით სოციოლოგი პაატა აროშიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  ევროპულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების დიდ პერსპექტივას ვერ ხედავს.  ნეგატიურ  მოსაზრებას ამყარებს გერმანიაში მიღებული გამოცდილება, რის  გათვალისწინებითაც აროშიძე აცხადებს, რომ  ქართველებისთვის არც განახლებული პროგრამა იქნება მიმზიდველი.


პანდემიის შემდეგ ისე მოხდა, რომ ყველა ქვეყანამ დაიწყო ეროვნული ეკონომიკის წინ წამოწევამიხვდნენ, რომ სოფლის მეურნეობაში რაც მეტი მიწა დამუშავდება, მეტად იქნებიან დაცული გლობალური ნეგატიური პროცესებისგან. მოთხოვნის ზრდამ კი  მუშა ხელის ნაკლებობა გამოიწვია.  ეს არის ისეთი დასაქმების ადგილები, სადაც ან არ მიდის ადგილობრივი მოსახლეობა ანდა მძიმე სამუშაო პირობებია, ისე როგორც გერმანიის შემთხვევაში იყო. ქვეყნები სწორედ ამიტომ აცხადებენ ვაკანსიებს, რომ თავიანთი მოქალაქეები აღარ მიდიან იქ სამუშაოდ და ამის გათვალისწინებით ჩნდება ზედმეტი ადგილები.

ვფიქრობ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს არ იქნება მიმზიდველი. ევროპაში შრომისადმი  განსხვავებული დამოკიდებულება და კულტურა მოქმედებს. ევროპაში დასაქმება გვინდოდეს  ევროპული ანაზღაურებით და  ქართული წესებით, ნამდვილად  ვერ მოხერხდება“, - აცხადებს პაატა  აროშიძე”.



მისი თქმით, სოფლის მეურნეობის გარდა, ტექნოლოგიურ დარგებში დასაქმება ქართველებისთვის სხვა ქვეყნებში ჯერჯერობით შეუძლებელია.  


,,რთულია ქარხნებსა და მსგავს ადგილებში დასაქმება, მაგრამ  შრომატევად დარგებში სამუშაოს დაწყება არავის გაუჭირდება, ვინც კი პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილ პირობებს დააკმაყოფილებს. დეფიციტი ძირითადად სოფლის მეურნეობაშიატექნიკურ დარგებში, ტექნოლოგიურად განვითარებული მუშა ხელი საკმარისი რაოდენობით ჰყავს ყველა ნორმალურ ქვეყანას, საქართველოში ასეთი კადრი ცოტაა. ჩვენ მისაღები ვართ დაბალი შრომის ანაზღაურებით. რა თანხაცვთქვათ, გერმანიაში ადგილობრივს სჭირდება დღიური შრომის საფასურად, ქართველი სეზონურად მომუშავე, შეიძლება 1 კვირა ამუშაონ. ცხადია, ეკონომიას დიდ ანგარიშს უწევენ. ასე იქცევა ამერიკაც, რომელსაც თავისი საწარმოები მრავლად აქვს, მაგალითად, ჩინეთში, სადაც იაფი მუშა ხელი ეგულება, - ამბობს პაატა აროშიძე.


სოციოლოგის აზრით, ქვეყნის გარეთ  სეზონურად დასაქმება ქართველებისთვის, გარდა ფინანსური ინტერესისა, კარგია იმ მხრივაც, რომ ევროპული გამოცდილების მიღებას და სამშობლოში განხორციელებას შეძლებენ.


ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  გრძელდება ცირკულარული მიგრაციის პროექტები, რაც საქართველოს მოქალაქეებისათვის საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმების საშუალებას ქმნის.


პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წარდგენილ  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანიასთან გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, გათვალისწინებულია წლიური კვოტა 5 000 ადამიანისათვის. 2021 წლის განმავლობაში შეირჩა და დასაქმდა 308 მოქალაქე, ხოლო 2022 წლის 1 მაისის მდგომარეობით 132 მოქალაქე.

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიზნით, ბაზაში რეგისტრირებულია საქართველოს 2 076 მოქალაქე. აქედან, შეთანხმებაში წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ისრაელის მხარის მიერ შეირჩა 60 განმცხადებელი, რომელიც არის ე.წ. „ლატარიის“ ეტაპზე. ასევე, ისრაელთან გაფორმებული შეთანხმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის ბოლოს განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრსა და შესაბამის პროფესიულ კოლეჯებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შემუშავდა ახალი მოკლევადიანი (144-საათიანი) სასწავლო კურსი მომვლელებისთვის, „გერიატრიული ასისტენტი“, რომლის გავლის შემდეგაც, 2022 წლის ბოლომდე, ისრაელში დასაქმების შესაძლებლობა ექნება საქართველოს 1 000 მოქალაქეს.


მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up