ევროპაში სასტუმროების მენეჯერების უმეტესობა ენერგიის ფასებით შეშფოთებულია

ევროპაში სასტუმროების მენეჯერების უმეტესობა ენერგიის ფასებით შეშფოთებულია

access_time2022-12-22 12:30:25

ევროპის მასშტაბით სასტუმროების მენეჯერების აბსოლუტური უმრავლესობა (80%) მიიჩნევს, რომ ენერგიის ფასების ზრდა ინდუსტრიის ყველაზე დიდ გამოწვევაა. ეს აჩვენა Statista-ს კვლევამ – European Accommodation Barometer 2022-მა.



გამოკითხვაში მონაწილეობდა 1000 სასტუმროს მფლობელი 10 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან. მათ ისაუბრეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განთავსების ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე და მომდევნო ექვსი თვის პროგნოზებზე.
ენერგეტიკულ ხარჯებთან ერთად, გამოკითხულთა 48%-ს აწუხებს საერთო ეკონომიკური მდგომარეობა, 43%-ს პერსონალის დაქირავება და შენარჩუნება, ხოლო 42%-ს პერსონალის ხარჯები. ზოგადად, სასტუმროს მფლობელებმა თავიანთი ბიზნესის მდგომარეობა დადებითად შეაფასეს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, 70% მას უწოდებს „კარგს“ ან „ძალიან კარგს“.



მომავალზე საუბრისას, აქ რესპონდენტები ნაკლებად ოპტიმისტურები არიან: მხოლოდ დაახლოებით 40%-მა აირჩია პასუხი „დადებითი“ ან „ძალიან დადებითი“, ხოლო 17%-მა - „ძალიან უარყოფითი“.





სასტუმროს მფლობელებს ასევე დაუსვეს კითხვა მომავალი ექვსი თვის საინვესტიციო გეგმების შესახებ. 23% გეგმავს ნაკლების დახარჯვას, 28% - პირიქით, მეტს, დანარჩენი კი არ შეცვლის ინვესტიციების მოცულობას.



გარდა ამისა, რესპონდენტებმა აღიარეს, რომ ისინი უფრო მეტად მზად არიან ციფრული ტრანსფორმაციისთვის, ვიდრე „მწვანე“, ეკოლოგიაზე მზრუნველ ცვლილებებზე.



გამოკითხულთა 31%-ისთვის სოციალურ ქსელებში მარკეტინგი სირთულეებს იწვევს.
მდგრადი განვითარების თვალსაზრისით, გამოკითხულთა ნახევარი უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს ენერგოეფექტურობას, რასაც მოსდევს ნარჩენების შემცირება (29%) და ბუნებრივი რესურსების კონსერვაცია (19%).




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up