ევროპაში ტვირთების გადაზიდვა 36%-ით დაეცა - TIMOCOM

ევროპაში ტვირთების გადაზიდვა 36%-ით დაეცა - TIMOCOM

access_time2023-03-04 13:00:49

გასული წლის მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა ტვირთების გადაზიდვის მკვეთრი ვარდნა და სატვირთო მანქანებზე მოთხოვნის კლების ტენდენცია. TIMOCOM-ის კვლევის მიხედვით, მესამე კვარტალთან შედარებით, ევროპის მასშტაბით ტვირთების გადაზიდვები 36%-ით შემცირდა. ამის შესახებ Logist.Today წერს.

 

ევროპაში ტვირთების გადაზიდვა სტაგნაცია 2022 წლის სექტემბერში დაფიქსირდა, გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი უკვე ივნისში გამოიკვეთა, სადაც წინა კვარტალთან შედარებით 39%-ით ნაკლები ტვირთი იყო გადასაზიდი.

 

სატვირთო ტრანსპორტის შეთავაზებები ევროპაში 2022 და 2021 წლებთან შედარებით - სქემაშია მოცემული.

 




ყველაზე დიდი კლება დეკემბერში დაფიქსირდა. გერმანიაში შეთავაზებები წინა წელთან შედარებით 55%-ით შემცირდა. ევროპაში 48%-ით ნაკლები იყო ტვირთის გადაზიდვის შეთავაზება 2021 წლის დეკემბერთან შედარებით. თუმცა, 2022 წელს ევროპის მასშტაბით TIMOCOM ბაზარზე 12%-ით მეტი კონფიგურირებული ჩამოტვირთვები იყო, ვიდრე 2021 წელს. გერმანიაში 2022 წელს მხოლოდ 2.5%-ით მეტი სატრანსპორტო გადაზიდვები იყო, ვიდრე წინა წელს.

 

მეოთხე კვარტალში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ბელგიიდან (BE) გერმანიაში (DE) და საფრანგეთიდან (FR) გერმანიაში (DE) და პირიქით. ამ უკანასკნელ შემთხვევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ორი ქვეყანა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ურთიერთობის არხს მთელ ევროპაში. გერმანიასა და საფრანგეთს შორის საგარეო ვაჭრობა ოქტომბრამდე სტაბილური იყო, მიუხედავად ენერგეტიკული კრიზისისა და ინფლაციისა. მაგრამ საზღვარგარეთიდან მოთხოვნა მკვეთრად დაეცა ნოემბერში, გერმანიის ფედერალური სტატისტიკური სამსახურის ცნობით. ევროკავშირის ქვეყნებმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას 10,3%-ით ნაკლები საქონელი შეუკვეთეს, დანარჩენ ქვეყნებში შეკვეთების კლებამ 6,8% შეადგინა. შიდა მოთხოვნა კი 1,1%-ით შემცირდა.

 

 


თეგები:
ტვირთები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up