ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს საპატენტო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

access_time2022-05-31 10:30:00

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი, საქართველოს საპატენტო კანონში შესატანი ცვლილებები და მისგან გამომდინარე კანონპროექტები განიხილა.


„ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმების ვალდებულებების შესრულებას, გააძლიეროს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა ევროკავშირთან, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა.


კანონპროექტთა პაკეტი კომიტეტის წევრებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ჩიქოვანმა წარუდგინა.


„წარმოდგენილ ცვლილებებს აქვს ორი ძირითადი მიზანი, ეს არის საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის, 2019 წელს გაფორმებული ვალიდაციის შეთანხმება, რაც გულისხმობს ევროპული პატენტების ვალიდაციის სისტემის დანერგვას და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასახვას ქართულ კანონმდებლობაში. ხოლო მეორე ძირითადი მიზანი ეს არის საქართველოს საპატენტო კანონის ევროპის საპატენტო კონვენციასთან და ასევე, საპატენტო კანონის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანა“, - განაცხადა მომხსენებელმა.


მისი თქმით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, საქართველოში საპატენტო სისტემის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს, რაც გააძლიერებს საქართველოში სამრეწველო საკუთრების დაცვას, ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მიღწევას და ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის თანდათანობით ინტეგრაციას.



ნინო ჩიქოვანის განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა, ასევე, გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.


საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ევროპულ საპატენტო განაცხადს და საქართველოში ვალიდირებულ ევროპულ პატენტს მიენიჭება იგივე იურიდიული ძალა და დაექვემდებარება იმავე პირობებს, რაც საქართველოს „საპატენტო კანონის“ მიხედვით ვრცელდება ეროვნულ საპატენტო განაცხადზე და ეროვნულ პატენტზე.


აღნიშნული შეთანხმების თანახმად, ვალიდირებული ევროპული პატენტით, EPO-ს მიერ მისი გაცემის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თარიღიდან, განმცხადებელს ისეთივე უფლებები მიენიჭება, როგორიც მიენიჭებოდა საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისად ეროვნული პატენტის საფუძველზე.


განმცხადებლის მოთხოვნით, ევროპული საპატენტო განაცხადი და მის საფუძველზე გაცემული ევროპული პატენტი, ვალიდირებული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც უცხოელ განმცხადებლებს გაუმარტივებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას.


„დღესდღეობით საქართველოში არის გამოგონებაზე პატენტის მიღების ორი გზა. ეს არის - „საქპატენტში“ შეტანილი განაცხადი და საერთაშორისო EPC სისტემა, როდესაც ხდება საერთაშორისო განაცხადით საქართველოში პატენტის მიღება. ამ ყველაფერს ემატება მესამე გზა და ეს არის ევროპული პატენტების ვალიდაცია. უცხოელი განმცხადებლისთვის ეს იქნება უფრო იაფი და მარტივი გზა და მათ ექნებათ იმის გარანტია, რომ საკუთარ გამოგონებაზე პატენტს და მის დაცვას საქართველოშიც ევროპული სტანდარტით მიიღებენ. ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება იქნება ევროპის საპატენტო კონვენციასთან საქართველოს მიერთების დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენი საბოლოო მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროპის საპატენტო უწყებაში“, - განაცხადა „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ.


​ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა.


ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up