ევროპელზე 10 წლით ნაკლებს ვცხოვრობთ და რასაც ვცხოვრობთ, მაშინაც ადამიანი ჯანმრთელი არაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება განათლებით და არა წამლის დალევით - ირაკლი ყიფიანი

ევროპელზე 10 წლით ნაკლებს ვცხოვრობთ და რასაც ვცხოვრობთ, მაშინაც ადამიანი ჯანმრთელი არაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება განათლებით და არა წამლის დალევით - ირაკლი ყიფიანი

access_time2023-02-11 10:00:33

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ჯანმრთელობის რისკების მინიმიზაცია მოახდინოს.

 

 

როგორც ირაკლი ყიფიანმა პირველადი ჯანდაცვის გერმანული პროგრამის  პრეზენტაციისას განაცხადა, სისტემა საზოგადოებაში განათლების შეტანით უნდა ებრძოლოს  ჯანმრთელობის იმ მოსალოდნელ პრობლემებს, რომლებიც არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას, არამედ მის ქმედითუნარიანობასაც უქმნის საფრთხეს.

 

 

,,არათუ ჯანდაცვის სისტემაში, რაც კი ამ სამყაროში არსებობს, ორ მთავარ მიზანს ემსახურება. პირველი, რასაც უნდა ვემსახურებოდეთ - როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ადამიანმა იცოცხლოს ხანგრძლივად და ცხოვრების ბოლომდე როგორ შეინარჩუნოს ქმედითუნარიანობა, ანუ როგორ იყოს ჯანმრთელი.

 

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 73 წელი. როდესაც პირობითად რომ ავიღოთ იტალია და გერმანია, არის 10 წლით უფრო მეტი, დამეთანხმებით, რომ ეს განსხვავებულ გენეტიკას არ უკავშირდება,“ - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.


 

 

მან გურიის მაგალითზე მიმოიხილა ჯანმრთელობის ის პრობლემები, რომელიც საქართველოში ხშირია.

 

 

„გურიაში ყოველ მეორე ოჯახში სახსრების და ვენების პრობლემა აქვთ, ღვიძლის პრობლემა (ცე ჰეპატიტი, სასმელთან დამოკიდებულება) ყოველ მე-5 ოჯახში, კუჭ-ნაწლავის პრობლემა  ყოველ მესამე ოჯახში - ეს რას ნიშნავს, ერთი რომ ჩვენ 10 წლით ნაკლებს ვცხოვრობთ, ვიდრე ევროპაში და რასაც ვცხოვრობთ,მაშინაც ადამიანი ჯანმრთელი არაა. ფაქტობრივად ოჯახი არ იძებნება პრობლემები რომ არ ჰქონდეს. ეს ის თემებია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა უნდა ებრძოლოს საზოგადოებაში განათლების შეტანით და იმის დანერგვით, თუ როგორ უნდა მოვუაროთ პირობითად სახსარს, რა უნდა გავაკეთოთ თრომბის და ინსულტის პრევენციისთვის,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.

 

 

ირაკლი ყიფიანის თქმით, ჯანდაცვის სისტემა უნდა ამაყობდეს არა ნამკურნალები პაციენტების რაოდენობით, არამედ იმით, თუ რამდენი ადამიანის დაავადების პრევენცია  მოახდინა.

 

 

„თრომბი და ინსულტი რომ ადამიანს დაარტყამს უკვე დაგვიანებულია ჩარევა, ვუნარჩუნებთ სიცოცხლეს, მაგრამ მისი ქმედითუნარიანობა დაქვეითებულია. აქ კითხვაა, როგორ უნდა ვიცხოვროთ ცხოვრების სტანდარტის დანერგვით და თერაპიების დახმარებით, რომ ჩვენ ამ რისკების მინიმიზაცია მოვახდინოთ.

 

 

ჯანდაცვის სისტემა უნდა ამაყობდეს არა იმით, რომ 10 ათასით მეტ პაციენტს უმკურნალა, არამედ იმით, რომ 10 ათასით ნაკლები პაციენტი მიმართავდეს ჰოსპიტალს. ანუ სულ სხვა ტიპის ამოცანაზეა საუბარი. ასეთი შემთხვევები პირველივე ეტაპზე უნდა იყოს ყურადღება მიქცეული და ამიტომაც ვამბობთ, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება განათლებით და არა წამლის დალევით,“- აღნიშნა ყიფიანმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up