ევროპის 2022 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

ევროპის 2022 წლის საუკეთესო საშობაო ბაზრობები

access_time2022-12-13 00:00:54

ევროპის ქალაქებში საშობაო მარკეტების უმრავლესობა სტუმრებს და ქალაქის მოსახლეობას ერთსა და იმავეს სთავაზობს: მოციმციმე განათებებითა და გლინტვაინის სურნელით გაჟღენთილი ხის დახლები ქალაქებს საზეიმო ელფერს სძენს.

 

 

ბევრი მსგავსების მიუხედავად, ზოგიერთი ქალაქი დღესასწაულის მოყვარულებს განსაკუთრებულად იზიდავს. Euronews-მა გამოყო რამდენიმე ევროპული ქალაქი, რომელიც საუკეთესო საშობაო ბაზრობებს მასპინძლობს.

 

 

ავსტრიის თოვლიანი ქალაქის, ზალცბურგის შუაგულში საშობაოდ ყოველ წელს ყველა კუთხე-კუნჭულში უძველეს ტრადიციას აცოცხლებენ. ბაზრობებზე უამრავ ადგილობრივ ნივთს: ხელნაკეთ აქსესუარებს, ნაქსოვ ნაწარმს და რა თქმა უნდა, ჯანჯაფილის ორცხობილებსა და შნაფსს შეიძენთ.

 



სამშაბათობით მსურველებს შეუძლიათ მომღერალთა გუნდსაც შეუერთდნენ.


 

ბუდაპეშტში ბაზრობა წმ. სტეფანის მონუმენტური ნეოკლასიკური ტაძრის წინ არის მოწყობილი. ყოველი შებინდებისას, რელიგიური და საშობაო ისტორიები პროექტორით პირდაპირ ბაზილიკის ფასადზე ვითარდება, საახალწლო ნაძვის ხესთან კი საციგურაო მოედანია მოწყობილი.


 

სხვა ქალაქების მსგავსად, ბუდაპეშტიც სავსეა ხელნაკეთი ნივთებითა და ადგილობრივი, შინ მომზადებული ტკბილეულით.

  

 

ყველაზე კლასიკური სტილის საშობაო ბაზრობა ალბათ ფინეთის დედაქალაქშია. ჰელსინკში მრავლად იყიდება გეომეტრიული ორნამენტებით გაფორმებული ხელნაკეთი პროდუქცია. ამ სიმბოლოთი ნახავთ ყველაფერს: ხის სათამაშოებს, მოქსოვილ წინდებს თუ თანამედროვე სამკაულს.

 



მე-14 საუკუნის ღვთისმშობლის კათედრალისა და ფერადი ბაროკოს შენობების ფონზე, მომაჯადოებელია პრაღის ბაზრობებიც, სადაც ნამდვილი ზეიმია საფესტივალო დღეებში ჭამა-სმის მოყვარულებისთვის: გრილზე შემწვარი სოსისები, ყველიანი და ნივრიანი ტოსტები და ახალგამომცხვარი კრეპები სტუმრების განსაკუთრებულ მოწონებას იწვევს.

 

 

წლის ბოლოს შესანიშნავად გამოიყურება ედინბურგიც, რომლის ცენტრი საფესტივალო დღეებში ნამდვილ ზღაპრად გადაიქცევა ხოლმე და სადაც საციგურაო მოედნები, ჯადოსნური მარხილები, სანტას კუთხე და ელფების ვოქრშოფები ეწყობა.

 

 


შოტლანდიის დედაქალაქში დეკემბრის ბოლოს, სტუმრებს მარადიული ჩირაღდნისა და თვალწარმტაცი კოცონის პროცესია ელით. 

 

 

 

businessformula

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up