2023 წელი ევროპისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდებით დაიწყო, რის გამოც სამთო-სათხილამურო კიურორტების ნაწილში სეზონი ვარდება. The Guardian-ის ცნობით უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურისა და თოვლის ნაკლებობის ფონზე კურორტები ხსნიან საფეხმავლო და მთის ველოსიპედების ბილიკებს ხსნიან.
საფრანგეთის ალპური ზამთრის კურორტების დაახლოებით მესამედი უთოვლობის გამო არ ფუნქციონირებს.
ასევე პოლონეთში, სადაც როგორც წესი საკმაოდ ცივი ზამთარია, გასულ კვირას +19 გრადუსი დაფიქსირდა, ხოლო იმავე დღეს ესპანეთის ქალაქ ბილბაოში +25 გრადუსამდე დათბა, რაც წელიწადის ამ დროისთვის ჩვეულ მაჩვენებელს 10 გრადუსით აღემატება.
რეკორდულად თბილი ამინდებია ასევე ნიდერლანდებში, ლიეტუვაში, ლატვიაში, დანიაში, ჩეხეთში, ბელარუსსა და ლიხტენშტეინში. გარდა ამისა რეკორდულად თბილი ამინდები დაფიქსირდა საფრანგეთისა და გერმანიის რამდენიმე რეგიონში.
შესაძლოა სწორედ ევროპაში თბილი ამინდების შედეგია, რომ ბუნებრივი აირის ფასები ომამდელ მაჩვენებლებს დაუბრუნდა.