ევროპის ბანკები ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვისთვის ემზადებიან

ევროპის ბანკები ზამთარში ელექტროენერგიის გათიშვისთვის ემზადებიან

access_time2022-09-08 19:30:07

ევროპის ზოგიერთი უმსხვილესი ბანკი იმარაგებს სარეზერვო გენერატორებს და ზოგავს ელექტროენერგიას, რადგან ისინი ელექტროენერგიის პოტენციური შეწყვეტისთვის ემზადებიან, რაც რეგიონის ეკონომიკას უქმნის საფრთხეს - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მაშინ როცა რუსეთი კონტინენტზე გაზის მიწოდებას აფერხებს, ბანკები სტრეს-ტესტს ატარებენ იმისთვის, რომ ნახონ თუ როგორ შეძლებენ გაუმკლავდნენ ელექტროენერგიის დეფიციტს და აწყობენ ენერგიის ისეთ ალტერნატიულ წყაროებს, როგორებიცაა გენერატორები, რათა ბანკომატების და ონლაინ ბანკინგის მუშაობა არ  შეფერხდეს. მიუხედავად იმისა, რომ სექტორი covid 19-ის დროს დაწესებული შეზღუდვების პირობებში მუშაობაზე ადაპტირებულია, ელექტროენერგიის  გათიშვა მას უფრო  რთული  გამოწვევის  წინაშე აყენებს.

 

„ჩვენი მთავარი საზრუნავია ბანკომატების გაუმართაობა და უნაღდო ტრანზაქციების კასკადური ეფექტი საზოგადოებაზე - აღნიშნა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საოპერაციო უწყვეტობისა და კატასტროფებისადმი მდგრადობის პროფესორმა, ჯანლუკა პესკაროლიმ. სწორედ მან ურჩია ლონდონის ხელისუფლებას ელექტროენერგიის  გათიშვა.

 

როგორც  „როიტერს“ ერთ-ერთმა  წყარომ აცნობა, JPMorganმა (JPM.N) რომელიც ევროპულ ჰაბებში ათასობით ადამიანს ასაქმებს ლონდონსა და  ფრანკფურტში ელექტროენერგიის  გათიშვის  სიმულაციები ჩაატარა. მისივე  თქმით, სიმძიმიდან გამომდინარე ბანკს შეუძლია გადაერთოს დიზელის გენერატორზე მხოლოდ რამდენიმე დღით.

 

გარდა ამისა იტალიის  სიდიდით მეორე ბანკმა UniCredit-მაც გამოცადა თავისი ოპერაციული გამძლეობა. წყაროს  ინფორმაციით, მისი აღდგენის ტესტი  ძირითადად ფოკუსირებული იყო მონაცემთა დამუშავების მდგრადობაზე. წყარომ „როიტერთან“ ასევე  აღნიშნა, რომ ბანკის ორ ძირითად მონაცემთა ცენტრს მომარაგება ორი დამოუკიდებელი ელექტროსადგურიდან ჰქონდა, თუმცა გაურკვეველია რამდენ ხანს  გაგრძელდება  ამ  სადგურების ძალა.

 

 Euronext-მა, რომელიც მართავს საფრანგეთის და იტალიის საფონდო ბირჟებს, განაცხადა, რომ მან ხელახლა შეაფასა ენერგომოხმარება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და დასძინა, რომ მას უკვე ჰქონდა სარეზერვო გენერატორები.

 

 

ცხელი წყალი

 


ენერგეტიკული კრიზისის დასაძლევად ბანკები დგამენ ისეთ თვალსაჩინო ნაბიჯებს, როგორიცაა პერსონალის ნაკლებ ფართში კონსოლიდაცია.


Deutsche Bank-მა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, იგი ახორციელებს ზომებს გერმანიის 1400 შენობაში, რათა ყოველწლიურად 4,9 მილიონი კვტ/სთ ელექტროენერგია დაზოგოს.


ბანკი თიშავს ცხელ წყალს სარეცხ ოთახებში, არეგულირებს სამუშაო ადგილის ტემპერატურას, გამორთავს ყველა ფილიალის შიდა განათებას  ღამით და გათიშავს გარე რეკლამას.


ხოლო ფრანკფურტში მისი სათაო ოფისის წინ მდებარე შადრევანი გამოირთვება.


ამ ყველაფრის მიუხედავად  ექსპერტები მაინც  შიშობენ, რომ რამდენიმე კომპანია ერთ დღეზე ხანგრძლივი გამორთვისთვის მზად არ  არის.


”ეს წარმოადგენს სერიოზულ ხარვეზს გამძლეობის დაგეგმვაში”, - აღნიშნა ელექტრული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა  ავი შნურმა და დასძინა, რომ ბანკებმა უნდა მიიღონ ზომები და შეძლონ ელექტროენერგიის გახანგრძლივებულ გათიშვასაც გაუმკლავდნენ.


BNP Paribas (BNPP.PA), საფრანგეთის უმსხვილესი ბანკი, ცდილობს მოაგვაროს ენერგეტიკული პრობლემა 2,750 ფილიალში, ოფისსა და მონაცემთა ცენტრში, რომლებიც საფრანგეთში, ბელგიასა და იტალიაში მუშაობენ - აღნიშნა ფრანგულ კრედიტორთან დაახლოებულმა წყარომ, მან ასევე  აღნიშნა, რომ ელექტროენერგიის  გათიშვის  შესაძლებლობა მკაცრად მონიტორინგდება.


ევროპული გაზზე ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც  რუსულმა გაზპრომმა განაცხადა, რომ ძირითად გაზსადენს განუსაზღვრელი ვადით გააჩერებს.  ევროპა რუსეთს ენერგეტიკის სანქციების წინააღმდეგ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს.


ბრიტანეთში ენერგეტიკული ხარჯების ზრდა აფერხებს ბიზნესს და იმ  მომხმარებლებს, რომლებიც გაურკვევლ  ინფლაციას განიცდიან.


მსხვილმა დამზღვევებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ამცირებენ ენერგიის მოხმარებას. შვეიცარიის ციურიხმა (ZURN.S) კი განაცხადა, რომ ღამით დააბნელებს ოფისებს და შადრევნების მსგავსად „დეკორატიული ენერგიის მომხმარებლებს“.

 

„დამატებითი ზომები, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ენერგეტიკული სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გულისხმობს შენობების მხოლოდ გარკვეული სართულების გამოყენებას და ისეთი სერვისების გამორთვას, როგორიცაა თანამშრომლების სპორტული დარბაზი და სხვა“, - თქვა მზღვეველმა.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up