ევროპის ბრძოლამ, იშოვოს რუსული გაზის ალტერნატივა, შესაძლოა მსოფლიო ზამთრის ენერგოდეფიციტის ზღვარზე მიიყვანოს. ამ ყველაფერს კი ყველაზე ცუდი ეფექტი, ისედაც გაღარიბებულ აზიის ეკონომიკაზე ექნება.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გაზზე სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნები მეტი თხევადი აირის შესაძენად იბრძვიან, რადგან მათი ტრანსპორტირება არა ტანკერებით, არამედ მილსადენებით არის შესაძლებელი. ამასთან, ის უფრო სუფთა საწვავია, ვიდრე ქვანახშირი ან ზეთი.
საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის უკანასკნელი ანალიზის მიხედვით, თუ ევროკავშირი მოახერხებს რუსულ გაზზე დამოკიდებულების „მკვეთრად შემცირებას“, 2022 წლის ბოლოს, თხევად აირზე მოთხოვნა 26 მილიონი ტონით გადააჭარბებს მიწოდებას.
დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, რეგიონმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, 28.2 მილიონი ტონა შემოიტანა თებერვლიდან აპრილამდე - ეს კი 29%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ყველაზე დიდი მყიდველები კი საფრანგეთი და ესპანეთი იყვნენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში, ევროპამ თხევადი აირის დაახლოებით 45% -ის იმპორტი განახორციელა შეერთებული შტატებიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ მაღალმა მოთხოვნამ თხევად აირზე გამოიწვია ახალი პროექტების შექმნის დაჩქარება, მშენებლობის ვადები ნიშნავს, რომ მატერიალურ შეღავათებს მხოლოდ 2024 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ“, - აცხადებს Rystad Energy.
წყარო: CNN, BPN.GE