ევროპის ბუნებრივი გაზის კრიზისის გეოგრაფია

ევროპის ბუნებრივი გაზის კრიზისის გეოგრაფია

access_time2021-11-14 12:30:19

პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის ფონზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა, რუსული ექსპორტის შეზღუდვა, ევროპის ქვეყნებში არსებული გაზსაცავების შევსება, ევროპისთვის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდების შემცირება, რაც 2014 წლის ფასების დაცემის შემდგომ მცირე რაოდენობით ახალი გათხევადებული ბუნებრივი გაზის პროექტის განხორციელების შედეგია, ტექნიკური პრობლემები გათხევადებული ბუნებრივი გაზის ზოგიერთ პუნქტში და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის მიღების კლება, რომელიც, თავის მხრივ, ამინდის ფაქტორმა განაპირობა – ეს იმ მიზეზების ერთობლიობაა, რამაც ევროპის ჰაბებზე ბუნებრივი გაზის ფასების დრამატული ზრდა გამოიწვია.

ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეზღუდვის აუცილებლობა დააყენოს. ენერგიის ხარჯის ზრდის უარყოფითი გადადინების ეფექტი, რეგიონის ეკონომიკის ყველა ასპექტზე, საფრთხეს უქმნის სამრეწველო პროცესს და ზამთარში ბუნებრივი გაზის დეფიციტის რისკს აჩენს.

პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის კუთხით საგრძნობი ზრდა შეინიშნება, ბუნებრივი გაზი კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ქვეყნებისთვის გათბობის სისტემების ფუნქციონირებისა და სამრეწველო წარმოების პროცესში და აძლიერებს რეგიონის ენერგეტიკული მიქსის სტაბილურობას. თუმცა ენერგეტიკული კრიზისი არ შემოიფარგლება მხოლოდ ბუნებრივი გაზით. ფასები იზრდება თითქმის მთელ ენერგეტიკულ სპექტრზე: ნავთობის, ქვანახშირისა და ელექტროენერგიის რეგიონალური ფასებიც მნიშვნელოვნად მომატებულია.

ოქტომბერში ევროპული Brent-ის ნავთობის ფიუჩერსების კონტრაქტების ფასებმა მიაღწია შვიდი წლის მაქსიმუმს მას შემდეგ, რაც OPEC-ის წევრები შეთანხმდნენ წარმოების ლიმიტის მხოლოდ მცირე ზრდაზე. ოქტომბრის ბოლოს არსებული მონაცემებით, ბუნებრივი გაზის ფასები ევროპის ჰაბებზე (TTF hub და Intercontinental Exchange London) 1100 ამერიკულ დოლარს გასცდა ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზზე.

ენერგოკრიზისი მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება. ჩინეთი ასევე ებრძვის ენერგიის დეფიციტს, რომელმაც უარყოფითი გავლენა იქონია საწარმოო პროცესზე და ზამთარში ენერგიის დეფიციტის გაჩენის რეალური საფრთხე წარმოქმნა.

ევროპის რეგიონისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების ძირითადი ნაწილი ევროკავშირის გარედან, კერძოდ, რუსეთიდან მოდის. საწყის ეტაპზე რუსული გაზის უმეტესი ნაწილი ევროპაში გადიოდა უკრაინაში არსებული მილსადენი ინფრასტრუქტურის მეშვეობით. 1990-იან და 2000-იან წლებში „გაზპრომი“, რუსეთის სახელმწიფო მონოპოლიური ექსპორტიორი, ცდილობდა გაზის ქსელის დივერსიფიკაციას და ახალი მილსადენების გაყვანას ბელარუსისა და პოლონეთის გავლით. 2003 წლიდან რუსეთი ახორციელებს გაზის ექსპორტს ევროპაში Blue Stream-ის მილსადენით შავი ზღვის გავლით. გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა TurkStream-ის მილსადენი.


2011 წელს დაიწყო Nord Stream 1-ის, მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა მილსადენის ოპერირება, რომელზეც დღეს რუსეთიდან ევროკავშირში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 40 პროცენტი მოდის. პარალელური მილსადენი, Nord Stream 2, ააშენა კონსორციუმმა „გაზპრომის“ ხელმძღვანელობით. აღნიშნულ მშენებლობის პროცესს მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პროექტში მონაწილე კომპანიების მიმართ სანქციების დაწესება, სანამ გერმანიასთან მიღწეული შეთანხმების თანახმად  მილსადენის მშენებლობის პროცესს დასრულების შესაძლებლობა მიეცემოდა. მაგრამ Nord Stream 2 ჯერ არ ამოქმედებულა, რადგან ელოდება გერმანული მარეგულირებლის თანხმობას ოპერირების უფლებაზე. ანალიტიკოსები და ბაზრის მონაწილეები ეჭვობენ, რომ რუსეთი ხელოვნურად ზღუდავს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას, რათა ხელი შეუწყოს Nord Stream 2-ის პროექტის უფრო სწრაფად დამტკიცებას.

გარდა რუსეთიდან განხორციელებული იმპორტისა, ევროპის ქვეყნები ბუნებრივ გაზს სხვა წყაროებიდანაც იღებენ. მიმდინარე კრიზისს ისიც აძლიერებს, რომ არც აღნიშნული სხვა წყაროების კუთხით არის სახარბიელო მდგომარეობა. მოკლედ თვალი გადავავლოთ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდების გეოგრაფიას:

1959 წელს აღმოჩენილი გრონინგენის გაზის საბადო ყველაზე დიდია ევროპაში, აღნიშნული ნიდერლანდებს ბუნებრივი გაზის ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებლად აქცევს  ევროკავშირში. თუმცა საბადოს მარაგების მოპოვებამ სეისმოლოგიური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. 2012 წელს 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრამ ათასობით სახლი დააზიანა, რამაც ბუნებრივი გაზის მოპოვება შეზღუდა.  ბუნებრივი გაზის მოპოვების ეს  პუნქტი მომავალი წლიდან დაიხურება.

ალჟირი უზრუნველყოფს ესპანეთისა და პორტუგალიის გაზის წლიური იმპორტის ორ მესამედს, მაგრამ ალჟირსა და მაროკოს შორის ხანგრძლივი დაძაბულობა საფრთხეს უქმნის სტაბილურ მიწოდებას. მიმდინარე წლის პირველ ნოემბერს ალჟირმა შეწყვიტა მაროკოს გავლით ესპანეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილია ალჟირ-ესპანეთის უკვე არსებული პირდაპირი მილსადენის გაფართოება, ესპანეთი მაინც დიდი გამოწვევის წინაშე დგას,  რაც ზამთარში გაზის ფასების შემდგომი ზრდის შეჩერებას გულისხმობს. შეზღუდული მიწოდება ასევე შეშფოთებას იწვევს დიდ ბრიტანეთში, რომელიც ახლა ქვანახშირის ნაცვლად მეტ ბუნებრივ გაზს იყენებს ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. ბრიტანეთი გაზის წმინდა ექსპორტიორი იყო, მაგრამ ჩრდილოეთი ზღვის მარაგები შემცირდა. შესაბამისად, გაერთიანებული სამეფოს გაზის მოთხოვნის დაახლოებით ნახევარი ახლა იმპორტით კმაყოფილდება. დიდი ბრიტანეთი ბუნებრივი გაზის უმეტეს ნაწილს იღებს მილსადენებით ნორვეგიიდან, რომელიც, რუსეთის შემდეგ, კონტინენტის უმსხვილეს მწარმოებელს წარმოადგენს. ბრიტანეთი ასევე კატარიდან, აშშ-დან და რუსეთიდან გათხევადებული ბუნებრივი გაზის იმპორტიორია. დამატებით, დიდი ბრიტანეთი ახორციელებს თავისი გაზის მცირე ნაწილის იმპორტს ნიდერლანდებიდან და ბელგიიდან. რაც დიდ ბრიტანეთს ევროპასთან შედარებით აკლია, ეს არის გაზის საცავი, რომელიც ზამთრის წინ გაზის შენახვის საშუალებას მისცემდა.

ევროპა გაზის ბაზარზე მზარდი გლობალური კონკურენციის ნაწილია და ამ კონკურენციის მეორე მხარეს აზიაა, რომელსაც საკუთარი რესურსი ცოტა აქვს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთის მოთხოვნა გაორმაგდა და მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო დაჩქარდება, რადგან ქვეყანა ქვანახშირის გამოყენების შეზღუდვას ცდილობს.  იაპონია და სამხრეთი კორეა ემისიების შეზღუდვის მიზეზით ასევე ცდილობენ, ქვანახშირის მოხმარება შეამცირონ. აზიაში გაზის მყიდველები ხშირად სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ. ეს ფაქტი კიდევ უფრო ზღუდავს ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესაძლებლობებს.

„Winter is coming“-ი და ევროპის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ზამთარი შედარებით თბილი იქნება ან რუსეთი დაუშვებს საჭირო ექსპორტის გადინებას ევროპის მიმართულებით. მაგრამ სანამ ბაზრის მონაწილეები მიწოდების სტაბილურობაში არ დარწმუნდებიან, ფასები კვლავ მერყევი დარჩება.

ევროპის მიმდინარე ენერგოკრიზისი ხაზს უსვამს და კიდევ ერთხელ აჩვენებს ენერგიის ადგილობრივი მოპოვების შესაძლებლობების ეფექტიანი ათვისებისა და დივერსიფიცირებულ ენერგობაზრებზე  წვდომის აუცილებლობას. აღნიშნული ორი ფაქტორის მიღწევის გარეშე, ყოველთვის იქნება მოხმარებისა და წარმოების პროცესის უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე, ენერგიაზე წვდომის პრობლემა, რაც უარყოფითად აისახება მთლიანად რეგიონისა და კონკრეტული ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობისა და შემდგომი ეკონომიკური განვითარების პროცესზე.

წყარო: forbes.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up