ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და საპროცენტო განაკვეთის ზრდამ 0,5 პრცენტული პუნქტი შეადგინა.
გადაწყვეტილების შემდეგ ცენტრალური ბანკის რეფინანსირების განაკვეთი 2.5%-მდე გაიზარდა, რაც გლობალური ფინანასური კრიზისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივლისის შემდეგ განაკვეთები სულ 3%-ითაა გაზრდილი.
მოსალოდნელია, რომ ენერგიის ფასების კლების მიუხედავად, ევროპაში ინფლაციის დონე მაინც მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. სწორედ ამიტომ, ფედერალური რეზერვისგან განსხვავებით, რომელმაც განაკვეთებს ზრდის ტემპი 0.25%-მდე შეანელა, ECB კვლავ აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და მომდევნო სხდომაზე კვლავ 0.50%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.