რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთ-რუსეთის გაზის ჰაბის შექმნის ინიციატივით გამოდის. როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, თურქეთის გავლით ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვანი მილსადენები გადის.
„ჩვენ გვინდა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი მოგვარდეს, რადგან ევროპის დასუსტება ჩვენთვის არ არის მომგებიანი. მაგალითად, მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება სარგებელს მოუტანს არა მარტო ევროპას, არამედ მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა მინისტრა.