რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების მიუხედავად, ევროპის ქვეყნები მარაგების შევსებას აგრძელებენ. Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, მიწისქვეშა გაზსაცავებში (UGS) მარაგების დონე უკვე 91%-ს აჭარბებს.
ადრე, ევროკავშირის ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 2022-2023 წლების ზამთრისთვის UGS ობიექტები შეივსება მინიმუმ 80%-ით და ყველა მომდევნო ზამთრის პერიოდისთვის 90%-ით.
გაზსაცავის შევსება დიდწილად განპირობებულია თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვით და მიწოდება ალტერნატიული მილსადენებით, მაღალ ფასებში.