ევროპის მედიკამენტების სააგენტოს წარმომადგენელი ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის ეროვნულ დონაზე დამტკიცებისგან მანამ, სანამ სააგენტო ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას განიხილავს.
"ჩვენ გვჭირდება დოკუმენტები, რომელთა განხილვასაც შევძლებთ. ჩვენ ასევე ამჟამად არ გვაქვს მონაცემები ვაქცინირებული ადამიანების შესახებ. ამიტომ სასწრაფოდ ვურჩევ, თავი შეიკავონ ეროვნულ დონეზე საგანგებო ავტორიზაციის მინიჭებისგან. Sputnik V მომავალში ბაზარზე შეიძლება გვქონდეს, მაგრამ როდესაც შესაბამისი მონაცემების განხილვა მოხდება," - განაცხადა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მმართველო საბჭოს ხელმძღვანელმა კრისტა ვირტუმერ – ჰოჩემ.
მისი თქმით, რუსი მწარმოებლებისგან მიღებული მონაცემების განხილვა ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის კუთხით ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოხდება.
„როდესაც ყველაფერი დამტკიცდება, ის ასევე ნებადართული გახდება ევროკავშირში,“- აღნიშნა ევროპის მედიკამენტების სააგენტოს მმართველო საბჭოს ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, Sputnik V-ი უკვე დამტკიცებულია ან დამტკიცების მიზნით მისი შეფასება მიმდინარეობს ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოში : უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში.
IPN.GE