გერმანია, დანია, კანადა, საფრანგეთი და ესტონეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტებს ამზადებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა report.az უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. დახმარების პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას, ტანკებს და არტილერიას.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების საკონტაქტო ჯგუფს ხელმძღვანელობს რამშტეინის ფორმატში რეგულარული შეხვედრის შემდეგ, თქვა, რომ 51 ქვეყნის წარმომადგენლებმა დაადასტურა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს კიევს რუსეთთან კონფლიქტში "სანამ საჭირო იქნება".