ევროპის ქვეყნებს რომ მიუახლოვდეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს 15-20 წელი დასჭირდება - ეკონომისტი

ევროპის ქვეყნებს რომ მიუახლოვდეს, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემთხვევაშიც კი, საქართველოს 15-20 წელი დასჭირდება - ეკონომისტი

access_time2022-10-25 20:00:10

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, 2022 წელს საქართველოში 8.98%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას IMF -ი 2022 წელს კიდევ 9 ქვეყანაში პროგნოზირებს. IMF-ის პროგნოზით, 2022 წელს ყველაზე მეტად გაიანას ეკონომიკა (57.8%) გაიზრდება. მეორეა ფიჯი - 12.5%, მესამე - სეიშელი - 10.9% %; შემდეგ - ბარბადოსი - 10.5%; სენტ-კიტსი და ნევისი - 9.8% ; ერაყი - 9.3%; სენტ-ლუსია - 9.1% ; ირლანდია - 9.0%; საქართველო - 8.98% ; მალდივები - 8.7%.


IMF-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან 2022 წელს ყველაზე მეტად სომხეთის ეკონომიკა (7%) გაიზრდება. ამ მაჩვენებლით, სომხეთი მსოფლიოში მე-19 ადგილზეა. მიმდინარე წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა – 3.7%-ით, თურქეთის ეკონომიკა კი 5%-ით გაიზრდება.


რას ეფუძნება საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და რა ფაქტორების გავლენით იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, ამ და სხვა საკითხებზე Europetime - ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს რამაზ გერლიანს ესაუბრა.


რას ეფუძნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებით, როცა წლის დასაწყისში მთავრობა და ეროვნული ბანკი, უფრო დაბალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა?


ესაა ის რეალური ციფრი, რისი პროგნოზის საშუალებაც აქვს სავალუტო ფონდს. ეკონომიკური ზრდა პოზიტიურია, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში არაა საკმარისი იმისთვის, ქვეყანაში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა მაღალ ეკონომიკურ ნიშნულზე გვქონდეს.


რეალურად თუ დავაკვირდებით 90-იანი წლების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის ისტორიას, ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 2016-17 წლებში გაუტოლდა საქართველოს 90-იანი წლებში არსებულ ეკონომიკის დონეს, რადგან ქვეყნის ეკონომიკა, საკმაოდ დაბალი ტემპით იზრდებოდა.


დაახლოებით 30 წლის შემდეგ, იმ ადგილზე ვართ, სადაც 30 წლის წინ ვიყავით. ამიტომ, ჩვენისთანა ქვეყნისთვის ეს პროცენტული მაჩვენებელი გასაკვირი არ უნდა იყოს. მაღალი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, მაგრამ აქვეა პესიმისტური სცენარიც, რომ შესაძლოა, ეკონომიკა 5%-ის ფარგლებში გაიზარდოს და ძალიან დაბალი ალბათობაა იმისა, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იყოს.


ევროპის ეკონომიკა რეცესიაშია, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით საქართველო ლიდერია. ამ შემთხვევაში რატომ არის თქვენი შეფასება პესიმისტური?



-თუ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ არის, ეს ჩვენთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის კუთხით, მაინც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. თუ ამ ეკონომიკური ზრდის პირობებში სიღარიბის მაჩვენებლებს გადავხედავთ, მოსახლეობის შემოსავლების გაზრდას, ეკონომიკური ზრდა ვერ გამოიწვევს, რადგან ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მაღალია.


ცნობილია, რომ წლის ბოლომდე და 2023 წლის პირველ ნახევარში ორნიშნა ინფლაცია გვექნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ეფექტი, რაც ქვეყნის ეკონომიკის ზრდის შემთხვევაში უნდა გამოიკვეთოს ინფლაცია „მიითვისებს“ და მოქალაქეებისთვის ხელშესახები ვერ გახდება.


—  საქართველოს ეკონომიკური ზრდის შეფასებისას რა კომპონენტებზე კეთდება აქცენტი?


როცა ჩვენ ეკონომიკურ ზრდას ვითვლით, აქ რამდენიმე კომპონენტი იკვეთება: ესაა შინა მეურნეობების ხარჯები, ერთ-ერთი კომპონენტია სახელმწიფო შესყიდვები და ასევე მნიშვნელოვანია რამდენია წმინდა ექსპორტი. ვინაიდან ჩვენთან მყარდება ლარი და უფასურდება დოლარი, ეს დადებითად წაადგება ეკონომიკური ზრდის ციფრობრივ მაჩვენებელს.


რაც შეეხება სახელმწიფო შესყიდვებს, ეს ნაწილი პრობლემატურია, რადგან მხოლოდ რამდენიმე კომპანია იღებს აქედან ბენეფიტებს. ამ კომპანიებში დასაქმებული ქვეკონტრაქტორები პრაქტიკულად, მოგება-ზარალის ზღვარზე გადიან.


შესაბამისად, ამ მოქალაქეებსა და სუბიექტებზე ეკონომიკური ზრდა ვერ აისახება, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ გახარჯულ ფინანსებს, ჩვენ ეკონომიურ ზრდად აღვიქვამთ. თუნდაც ის, რომ ბიუჯეტი წლიდან-წლამდე იზრდება ნომინალში, ესეც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში მონაწილეობს.


არის კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელიც ინკლუზიურსა და ხელშესახებს ვერ ხდის ეკონომიკურ ზრდას. ინკლუზიურობის პრობლემა საქართველოში ეკონომიკურ ზრდას ყოველთვის ჰქონდა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს პრობლემა დღის წესრიგში ისევ აქტუალურია. კერძოდ, მოქალაქეებზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი თანაბრად ვერ აისახება.


-თქვენი შეფასებით, აღმავალი ეკონომიკური ტრენდის შემთხვევაში, როდის გახდება შესაძლებელი, რომ საქართველო ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით, ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეს?


საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით არის მსოფლიო ქვეყნების ათეულში, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის 8,98% -იანი ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეტია გერმანიის ან ევროპის რომელიმე ქვეყნის ეკონომიკის 1,5%-იან ზრდაზე. ჩვენ ვიმყოფებით ექსტენსიური და არა ინტენსიური ეკონომიკური ზრდის ფაზაში.


ინტენსიური ზრდა ნიშნავს, როცა ტექნოლოგიები პიკურადაა განვითარებულია და ყველა ფაქტორი გამოყენებულია და ეკონომიკური ზრდა მაინც ძველ ნიშნულზე ფიქსირდება. ჩვენ ექსტენსიური ფაქტორებიც კი არ გამოგვიყენებია. პირობითად მიწაც კი არ არის ათვისებული. ამ ფონზე, ნებისმიერი პატარა მოქმედებაც კი ეკონომიკური ზრდის დიდ პროცენტულ მაჩვენებელს გვაძლევს.
სწორედ ესაა პრობლემა, რომ 8,98%-იანი ზრდა ეფექტს ვერ გვაძლევს, ვინაიდან, ჩვენი ეკონომიკა ექსტენსიური ზრდის ფაზაშია. ეკონომიკური ზრდის ეს მაჩვენებელი საქართველოს შემთხვევაში დაბალია.


ეკონომიკური ზრდა რომ ყოფილიყო 3% და ვყოფილიყავით ინტენსიური ზრდის ფაზაში ეს ზრდა, მაღალ მაჩვენებლად შეფასდებოდა. ყველაფერი ფარდობითია და შესადარი, როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ. თუნდაც, ეკონომიკური ზრდის ორნიშნა ტრენდით რომ ვიაროთ, დაახლოებით 15-20 წელი გვჭირდება, რომ ევროპის ქვეყნებს მიუახლოვდეთ.


europetime.eu





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up