ევროპაში დაზღვეულთა რაოდენობა პროცენტულად, საქართველოსთან შედარებით, 4-5–ჯერ  მეტია - დევი ხეჩინაშვილი

ევროპაში დაზღვეულთა რაოდენობა პროცენტულად, საქართველოსთან შედარებით, 4-5–ჯერ მეტია - დევი ხეჩინაშვილი

access_time2022-05-16 11:00:58

„დაზღვევის დღე ეს არის პროფესიის დღე, ეს არ არის ბიზნესის დღე,  ეს არ არის სადაზღვევო  ურთიერთობების დღე“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროფესიული დღის  აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაზღვევის,  როგორც პროფესიის თვითდაჯერება, ასევე, მის მიმართ განმტკიცდეს საზოგადოებრივი აღიარება.

 

„დაზღვევის დღის აღნიშვნა იყო დავით ონოფრიშვილის ძალიან კარგი ინიციატივა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემი კოლეგების ნაწილი ამას იუმორით  უყურებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში  ყველას  მოეწონა და იმედი მაქვს,  მომავალ  წელს სადაზღვევო  ინდუსტრია ამ დღის მომზადებაში უფრო აქტიურად ჩაერთვება.

 

2 მაისს ყველაფერი ფინანსურ განათლებას უკავშირდებოდა, რაც რა საკვირველია  ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ პროცესში ლიდერის როლი აქვს ეროვნულ ბანკს. მის მიერ შექმნილი პორტალია ფინედუ, სადაც საბანკო საქმიანობასთან ერთად დაზღვევაზეც არის საუბარი.  აღნიშნული პორტალი მომხმარებელს სასუალებას აძლევს ფინანსური მომსახურების პროცესი გაიაზროს,  განვითარდეს  და მიეჩვიოს“, -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა. 

 

მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში დაზღვევის მოცვა  საქართველოსთან შედარებით 4-5ჯერ მაღალია და ამ ქვეყნების მოქალაქეები  საქართველოსთან შედარებით 4-5ჯერ უფრო მეტად დაცულები არიან.

 

„რასაკვირველია, ასეთი ფინანსური განათლება ეფექტურია თუ არსებობს პრაქტიკული ბმა ამ  ურთიერთობებში, ანუ რაც მეტი ადამიანია ჩართული დაზღვევაში, მით  უფრო ესმის მას  ფინანსური განათლების საჭიროება და მისგან მომავალი სიკეთე.  ამასთან, რაც მთავარია, ყველაზე ძლიერი  რეკლამა და დაზღვევის  ყველაზე ძლიერი ხელშეწყობა არის  გადახდილი ზარალები.

 


როდესაც, მომხმარებელი მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას მარტივად, სიამოვნებით და არა წავლებით, ეს უკვე რეკლამაა. ამ  დროს  უკვე  ფინანსური  განათლება  ძალიან მნიშვნელოვანია მთელი პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის  -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

 

დევი ხეჩინაშვილის თქმით სექტორი ცდილობს, რომ სავალდებულო დაზღვევის კანონი ამოქმედდეს, რადგან არ შეიძლება, რომ სავალდებულო დაზღვევა დანერგილი იყოს მთელ მსოფლიოში და არ იყოს საქართველოში.

 

„ის სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომელიც მსოფლიოშია დანერგილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ  გავალებს,  რომ თქვენი  ქონება დააზღვიოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ თქვენი ქმედებით სხვა რომ  აზარალოთ, იმის ანაზღაურება და კომპენსაცია არ  უნდა იყოს  თქვენ  შეძლებაზე და შემოსავალზე დამოკიდებული.

 

აქედან გამოდის პროფესიული პასუხისმგებლობები, არქიტექტორმა ააშენა სახლი,  და ჩამოინგრა, ვინ უდნა  დააკომპენსიროს ის ადამიანები, ვინც აზარალა? ან თუ   ნოტარიუსს მოუვიდა  ხელშეკრულების გაფორმების დროს შეცდომა და დააზარალა ადამიანი, ვინ  უნდა დააკომპენსიროს?

 

საქართველოში მილიონ ნახევარი მანქანაა და მათ მფლობელებს  არავინ არ  ავალებს  მანქანის  დაზღვევას, მაგრამ მილიონი მანქანიდან 150 000  შემთხვევაა  წელიწადში,  რაც საკმაოდ დიდი ციფრია. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება  არ  უნდა  იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს  გარდა  უკლებლივ  ყველა  ქვეყანაში,  გარდა  აფრიკისა რამოდენიმე ქვეყნისა და  ავსტრალიისა,  ყველგან სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.

 

მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება.

 

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up