ევროპის ქვეყნებში კოვიდ შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

ევროპის ქვეყნებში კოვიდ შეზღუდვები ათასობით ადამიანმა გააპროტესტა

access_time2022-01-10 11:40:00

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“ - რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს.

მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პიროტექნიკის ტარებისთვის 11 ადამიანი დააკავეს, კიდევ 30 ადამიანი კი აქციის დროს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომიტინგეების ნაწილმა პოლიციას პიროტექნიკა ესროლა. ბელგიაში, 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე პერიოდში, წინა კვირასთან შედარებით, ახალი შემთხვევების 96%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 28%-ით გაიზარდა. პრაღაში, ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხელისუფლების გეგმა, რომელიც გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისა და პროფესიის ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ითვალისწინებს. „თავისუფლება, თავისუფლება!“ -სკანდირებდნენ დემონსტრანტები, რომლებმაც ჩეხეთის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტეს გერმანიის რამდენიმე ქალაქშიც, მათ შორის, ჰამბურგში, ფრანკფურტში, დიუსელდორფსა და კობლენცში. ჰამბურგში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა 13 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. შეკრებილმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესი გააპროტესტეს. საპროტესტო აქციები გაიმართა ავსტრიაშიც. ქვეყნის დედაქალაქ ვენაში 40 000-მდე ადამიანმა გააპროტესტა მთავრობის გეგმა, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 1-ელი თებერვლიდან სავალდებულო უნდა გახდეს.

ავსტრია, ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეულ ინფიცირების შემთხვევების ზრდას ებრძვის. ქვეყანამ, ბოლო დროს დაწესებული „ლოქდაუნის“ საშუალებით ახალი შემთხვევების შემცირება მოახერხა, თუმცა მკაცრი შეზღუდვები მოხსნის შემდეგ დაინფიცირების ტემპი კვლავ გაიზარდა.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up