2021 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საჰაერო გზით მოგზაურთა რაოდენობა 373 მილიონი იყო, 35%-ით მეტი 2020 წელთან შედარებით. ინფორმაციას ევროსტატი აქვეყნებს.
ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, ფინეთის გარდა (-16%), ამ მიმართულებით მატება ამოიკვეთა +10%-დან 129%-მდე. აქედან 10%-ით გაიზარდა ირლანდიაში, 129%-ით ხორვატიაში.
2021 წელს ევროკავშირის საუკეთესო აეროპორტები იყო:
პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი (26,2 მილიონი მგზავრი),
ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტი (25,5 მილიონი),
ფრანკფურტის მაინის აეროპორტი (24,8 მილიონი),
მადრიდის ბარახასის აეროპორტი (23,2 მილიონი).
2021 წელს ევროკავშირში საჰაერო ტრანსპორტით 15 მილიონი ტონა ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა განხორციელდა, რაც 21%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. აქედან 12 მილიონი ტონა ევროკავშირის გარეთ ტრანსპორტს გულისხმობს.