ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობის დონეს

ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და მისი ეფექტურობის დონეს

access_time2020-11-17 14:00:00

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


„Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს როგორც ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან, ასევე ქვეყნის AML/CFT სისტემის მოქმედების ეფექტურობის დონეს.



მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ 2013 - 2019 წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების პირველი ეროვნული ანგარიშის დამტკიცებას და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის მიღებას, რასაც მოჰყვა ამ სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლება და რისკებზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება; აგრეთვე - ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშში შეფასებულია ამ მიმართულებებით საქართველოს მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა.



ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის ანგარიში პოზიტიურად აფასებს შესაბამის უწყებებში სათანადო ცოდნის არსებობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქართველოში არსებული რისკების შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში ფულის გათეთრების აღმკვეთი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის.




ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტური სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. Moneyval-ის კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანასკნელ წლებში ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და მათი ეფექტური გამოძიების მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა.



ამასთან, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფის და საერთაშორისო რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.



ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტი 1997 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება. საქართველო Moneyval-ის კომიტეტის წევრია 1999 წლიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up