ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის ანგარიში საქართველოს შესახებ

access_time2022-07-15 22:30:09

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები ლგბტ პირებისა დარელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის, შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მიმართულებით. ანგარიშის თანახმად, საქართველომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა ეფექტიანად უნდა დანერგოს. დოკუმენტი Europetime-ს დუნია მიატოვიჩის ოფისმა მიაწოდა.


კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტი პირები კვლავ არიან სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულისა და გავრცელებული დისკრიმინაციის მსხვერპლნი საქართველოში. დუნიამიატოვიჩი მოუწოდებს ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა ადამიანის უფლებების დამრღვევების დაუსჯელობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ხაზს უსვამს, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი კატეგორიის პროფესიონალების ტრენინგი პრიორიტეტი უნდაიყოს.


კომისარი აღნიშნავს, რომ ლგბტ პირების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში, შემაშფოთებელია და რომ სათანადო რეაგირება სიძულვილის ენაზე, მათ შორის ოფიციალური პირების, რელიგიური ლიდერების და მედიის პროფესიონალების მიერ გახმოვანებისას, საჭიროასამართალდამცავი არხების და სხვა მექანიზმების ეფექტიანი გამოყენება, როგორიცაა პრევენცია, მონიტორინგი და თვითრეგულირება. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები, რათა ლგბტ პირებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი შეკრების უფლება. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის ლეგალურ აღიარებას სწრაფი და გამჭვირვალე გზით.


რაც შეეხება რელიგიურ უმცირესობებს, კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყონ სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოხსნას დისკრიმინაციული ბარიერები ღვთისმსახურების ადგილებში და საგადასახადო და რელიგიური საკუთრების საკითხების რეგულირებისას.



„ღია დიალოგი ყველა რელიგიურ გაერთიანებასთან უნდა დამყარდეს", - განაცხადა მიატოვიჩმა. 


გარდა ამისა, კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს ძალისხმევა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან რელიგიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად. 


მიატოვიჩი აღნიშნავს, რომ 2006 წელს შრომის ინსპექციის გაუქმებამ გამოიწვია საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის საკითხის მნიშვნელოვანი გაუარესება. კომისარი მიესალმება უახლეს ყოვლისმომცველ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალურ რეფორმებს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მოაგვაროს დარჩენილი საკანონმდებლო ხარვეზები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მინიმალური ხელფასის დადგენით, მშობლის შვებულების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით დაზეგანაკვეთური სამუშაოს ხანგრძლივობისა და კომპენსაციის შესახებ მკაფიო სახელმძღვანელომ ითითებების შემუშავებით. 


დუნია მიატოვიჩი საქართველოში 2022 წლის თებერვალში იმყოფებოდა.

 

europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up