ომანში გამართულ „World Travel Awards“-ის წლის შემაჯამებელ დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
ბათუმი ტურიზმის „ოსკარი“-ს მსოფლიოს ნომინაციებში პირველად იყო წარმოდგენილი და ამ ნომინაციაში ისეთი ქვეყნების ტურისტულ ქალაქებთან შევიდა კონკურენციაში, როგორებიცაა საფრანგეთი, იაპონია, კოლუმბია, მექსიკა, ლაოსი, ურუგვაი, ბულგარეთი და ჩრდილოეთ ირლანდია.
დღეს, „World Travel Awards“ -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა.
ბათუმი მსოფლიოს დაჯილდოების ცერემონიაზე წელს პირველად იყო ნომინირებული, თუმცა „World Travel Awards“-ის ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული ქალაქმა შემოდგომაზე მოიპოვა, სადაც ბათუმი ასევე ოფიციალურად დასახელდა, როგორც 2023 წლის „World Travel Awards“ -ის ევროპის გალა ცერემონიის მასპინძელი ქალაქი.