ევროპის ხუთი ახალი მიმართულების დამატება ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოლაპარაკების შედეგია - მარიამ ქვრივიშვილი

ევროპის ხუთი ახალი მიმართულების დამატება ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოლაპარაკების შედეგია - მარიამ ქვრივიშვილი

access_time2022-12-13 14:45:52

„ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკების წარმატებული შედეგი. ის სრულად ემყარება იმას, რომ ჩვენი მხრიდან - ავიაკომპანიასთან მჭიდრო თანამშრომლობით მომხდარიყო სწორი მიმართულებების იდენტიფიცირება, რომლებიც ეფუძნება იმ ხედვას, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის და ავიაციის ინდუსტრიის დივერსიფიცირებისთვის, მდგრადი განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, ევროპის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის არსებობას. სწორედ ამიტომ არ არის შემთხვევითი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ ხუთ ახალ მიმართულებაზე (ბრიუსელი, მადრიდი, ფრანკფურტი, ჰამბურგი და პოზნანი) - ის ხედვა, რომელიც გვაქვს, გვაძლევს დივერსიფიცირების შესაძლებლობას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც უნგრეთის ავიაკომპანიის „ვიზეარის" მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 5 ახალი მიმართულების დამატებას შეეხებოდა.


ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტში 2023 წლის ივნისიდან მესამე ბაზირებულ ხომალდს აბრუნებს და იწყებს რეისებს ევროპის ხუთი მიმართულებით. შედეგად, „ვიზეარი" ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით ფრენას განახორციელებს.


მინისტრის მოადგილემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოსთვის გამორჩეულად პრიორიტეტულია გერმანია, როგორც ტურისტული და საავიაციო ბაზარი. „განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2023 წელს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით. ძალიან დიდი მარკეტინგული აქტივობები გვაქვს დაგეგმილი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა გერმანიაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, რათა ამ ქვეყანაში მეტ ადამიანს გაუჩნდეს საქართველოში მოგზაურობის სურვილი. კარგად გვესმის, რომ გამტარუნარიანობა და პირდაპირი რეისები უმნიშვნელოვანესია, რათა შევძლოთ მგზავრების და ტურისტების მიღება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.



მან ასევე აქცენტი გააკეთა ესპანეთზე, როგორც კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე. „ჩვენ გვაქვს კვლევები, რომლებზე დაფუძნებითაც ვხედავთ, რომ ესპანეთი ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მზარდი ბაზარია, სწორედ ამიტომ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკების მხრიდან განსაკუთრებული აქცენტი იყო ესპანეთზე, კონკრეტულად მადრიდის მიმართულებაზე და მადლობას ვუხდი ავიაკომპანიას ამ თხოვნის გათვალისწინებისთვის," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მან ასევე დადებითად შეაფასა, რომ დაემატა ბრიუსელისა და პოზნანის მიმართულებები.


„მესამე ბაზირებული ხომალდის დაბრუნება ქუთაისში და ხუთი ახალი ევროპული მიმართულება დამატება უკიდურესად წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისა და ტურიზმის ინდუსტრიის გაზრდისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს გაზრდის ჩვენი ქვეყნის შემოსავლებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ტურიზმის ინდუსტრიიდან. ამასთან, გააძლიერებს საქართველოში ოპერირებად მცირე და საშუალო მეწარმეებს, პირველ რიგში იმერეთში და შემდგომ მთელ საქართველოში," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up