ევროპისთვის გაზის სამხრეთის დერეფანი სულ უფრო მეტ ფასს იძენს

ევროპისთვის გაზის სამხრეთის დერეფანი სულ უფრო მეტ ფასს იძენს

access_time2022-05-13 16:00:40

გაზის სამხრეთის დერეფანს ევროპისთვის მისაწოდებლად შესაძლოა ერაყი, ისრაელი და სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ილგარ ველიზადემ განუცხადა.


მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქმენეთთანაც. ამასთან, დღეს აზერბაიჯანი აქტიურად ახორციელებს შაჰდენიზის პროექტის მეორე ფაზას, რომელიც სამხრეთ დერეფნის ინფრასტრუქტურაში ბუნებრივი გაზის მიწოდების მოცულობას გაზრდის.


ექსპერტი შენიშნავს, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც განახლებადი ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის ენერგოსისტემაში გადატანას უკავშირდება. ეს შესაძლებელს გახდის, დაზოგილი გაზი სამხრეთის დერეფანში გადამისამართდეს.


აზერბაიჯანი ყოველწლიურად 45-50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს, ხოლო უახლოეს წლებში იგეგმება ცისფერი საწვავის სხვა ენერგორესურსებით ჩანაცვლება, რომ უცხოურ ბაზრებზე მიწოდება, მინიმუმ, 25-30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს. ილგარ ველიზადეს მონაცემებით, ამ დერეფნის ამჟამინდელი ინფრასტრუქტურა მისი სიმძლავრის 31 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.


„რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი ლიმიტი არ არის და გამტარუნარიანობა დამატებითი სადგურებისა და ობიექტების ხარჯზე შესაძლოა, უფრო მეტადაც გაიზარდოს“, - აცხადებს ველიზადე.



ექსპერტის შეფასებით, დღეს საკმაოდ არსებითად განიხილება სამხრეთის დერეფნის გაზსადენით არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ წყალბადის მიწოდების პერსპექტივაც, რადგან აზერბაიჯანში წყალბადის წარმოების დაწყება იგეგმება, ხოლო ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ დერეფნის პროექტს მრავალი ათწლეულის განმავლობაში დიდი მომავალი აქვს.


2021 წელს აზერბაიჯანმა გაზის სამხრეთbc დერეფნით 9 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი მოცულობა გადატუმბა. სამომავლოდ ევროპის ენერგეტიკული სექტორისთვის გაზის მიწოდების 16-18 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება, რადგან ევროპაში გაზის წლიური მოხმარება, დაახლოებით, 500 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.


ამას ემატება ისიც, რომ თურქეთის საზღვაო აკვატორიაში გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რაც რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების წინაპირობაა, რადგან გაზის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან, აზერბაიჯანს სესხები ყველაზე დაბალი პროცენტით გამოუყონ.


მილი მეჯლისის წევრი, ეკონომიკის დოქტორი რუფატ გულიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი არ სარგებლობს მსოფლიო ბაზრებზე გაზის გაძვირებით და ლურჯი საწვავის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გაყიდვას განაგრძობს.


„ჩვენ არ ვაქცევთ გაზს რაიმე პოლიტიკურ იარაღად და ვცდილობთ, ვიყოთ მოწესრიგებული და ერთგული პარტნიორები ევროკავშირისთვის, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის სავალუტო შემოსავლებზე“, - აცხადებს გულიევი.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up