ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი, იაპონური ახალი სანქციები და ამერიკული ლენდ–ლიზი

ევროპული სანქციების მეექვსე პაკეტი, იაპონური ახალი სანქციები და ამერიკული ლენდ–ლიზი

access_time2022-05-10 09:28:04

ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ნავთობის ემბარგოსაც უნდა მოიცავდეს, რუსეთის წინააღმდეგ უკანასკნელი არ იქნება. სხვა სანქციებიც არსებობს, რომლებიც უკრაინას რუსეთის დასასუსტებლად სჭირდება.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.


ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ ტელემარათონის ეთერში განაცხადა, წერს RBC-Ukraine.


„ნავთობზე ემბარგოს გარეშე სანქციების მეექვსე პაკეტი არ სჭირდება უკრაინას, ვინაიდან ეს ერთ–ერთი უმთავრესი სანქციაა, რომლის მიღებაც დღესვეა საჭირო და რაც აუცილებლად მყისიერ შედეგს გამოიღებს“, – თქვა ჟოვკვამ.


მისივე თქმით, არსებობს რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც არ ეთანხმებიან რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას, თუმცა მათთან ინტენსიური მოლაპარაკებები გრძელდება.



ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეექვსე პაკეტის შეთანხმება სწორედ ნავთობის ემბარგოს საკითხის გამო ვერ ხერხდება.


ამასობაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს იაპონია, რომლის საგარეო უწყებამაც რუსეთის 133 მოქალაქე შეზღუდა უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.


იაპონიის მიერ სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრემიერ–მინისტრი მიხაილ მიშუსტინი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, ასევე ბიზნესმენ გენადი ტიმჩენკოს ნათესავები.


დაბოლოს, აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს უკრაინისთვის ლენდ–ლიზის ამოქმედების შესახებ. ეს კანონი უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას დააჩქარებს.


ეს ისტორიაში მეორე შემთხვევაა, როდესაც აშშ ასეთ ნაბიჯს დგამს. პირველად, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობის დროს, ლენდ–ლიზი იყო სისტემა, რომელიც აშშ–ის ევროპელი მოკავშირეებისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებდა. პირველად ეს კანონი 1941 წლის მარტში მიიღეს, როდესაც ევროპაში ომი უკვე წლინახევრის დაწყებული იყო.


თავის დროზე ნაციზმთან ბრძოლაში ლენდ–ლიზმა უდიდესი როლი შეასრულა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up