ევროპულმა ქვეყნებმა საწვავის შესყიდვის ალტერნატიული წყაროების მოძიება უნდა დაიწყონ - Bloomberg

ევროპულმა ქვეყნებმა საწვავის შესყიდვის ალტერნატიული წყაროების მოძიება უნდა დაიწყონ - Bloomberg

access_time2023-02-03 18:00:42

ევროკავშირის მიერ 5 თებერვლიდან რუსული ნავთობპროდუქტების მიწოდებაზე ემბარგოს შემოღების შემდეგ, ევროპულმა ქვეყნებმა საწვავის შესყიდვის ალტერნატიული წყაროების მოძიება უნდა დაიწყონ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში. თუმცა, აღმოსავლეთში - საუდის არაბეთის, ქუვეითის და ომანის გადამამუშავებელი ქარხნებიდან ნავთობპროდუქტების ევროპისთვის მიწოდება, რომლებიც ევროპას დღეში 600,000 ბარელი რუსული ნავთობის ჩანაცვლებაში ნამდვილად დაეხმარება, შესაძლოა დროში გაიწელოს, - წერს Bloomberg.

 

სამი ქარხნიდან სრული დატვირთვით არც ერთი არ მუშაობს და ნავთობის მიწოდების შეფერხებების შესაძლებელია მომავალში იყოს.

 

„ახლო აღმოსავლეთის გადამამუშავებელი ქარხნების ექსპლუატაციაში გაშვება ჭიანურდება, ევროპა ვერ შეძლებს დამატებითი კასრების მიღებას 2023 წლის ბოლომდე,” - თქვა აჰმედ მეჰდიმ, ლონდონში Renaissance Energy Advisors-ის სასაქონლო ანალიტიკოსმა.

 

ქუვეითი გეგმავს, რომ 2023 წელს ევროპაში საავიაციო საწვავის მიწოდება გააორმაგოს და დიზელის მიწოდება დღეში 50 000 ბარელამდე, ხუთჯერ გაზარდოს. ამისათვის ქვეყანა აპირებს, რომ Al-Zour-ის გადამამუშავებელ ქარხანაში წარმოება გაზარდოს, რომლის სიმძლავრე 615,000 ბარელი იქნება, წერს Bloomberg-ი.

 

საკონსულტაციო კომპანია FGE-ის შეფასებით, სრული სიმძლავრის მიღწევის შემდეგ, ქარხანა შეძლებს დღეში დაახლოებით 145,000 ბარელი დაბალი გოგირდის დიზელის საწვავი აწარმოოს.


 

ეზ-ზაურის გადამამუშავებელმა ქარხანამ ფუნქციონირება გასულ წელს, დაგეგმილზე ორი წლით გვიან დაიწყო. სამი ხაზიდან მეორე ოპერირებას, სავარაუდოდ, ამ თვეში დაიწყებს, ხოლო ბოლო - აპრილში. ქარხნის მშენებლობის პროექტის ღირებულება 15 მლრდ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

 

საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს Jazan-ის ნავთობქიმიურმა კომპლექსმა, რომელსაც შეუძლია დღეში 400,000 ბარელი ნავთობის გადამუშავება, უკვე დაიწყო ნავთობპროდუქტების ექსპორტი, თუმცა Ltd Vortexa-ს ცნობით, მას ჯერ არ მიუწოდებია ევროპაში საწვავი, რომელიც რეგიონის სტანდარტებს დააკმაყოფილებს. Aramco მის ექსპლუატაციაში გაშვებას 2017 წელს გეგმავდა, თუმცა 2020 წლამდე ვერ მოხერხდა.

 

ობიექტი საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით, ნავთობის საბადოებიდან მოშორებით მდებარეობს და მისთვის ნედლეულის მიწოდება ტანკერებით ხდება და არა მილსადენებით. გარდა ამისა, ის იემენის საზღვართან მდებარეობს, რაც იემენელი მეამბოხეების ახალი თავდასხმების რისკს შეიცვას, ამბობენ საკონსულტაციო კომპანია Greenmantle-ის ექსპერტები.

 

ომანის სანაპიროზე მდებარე Duqm-ის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ქვეყანა ქუვეითთან ერთად აშენებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყებს მუშაობას, თუმცა ის 2020 წელს უნდა დაწყებულიყო. დამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 230,000 ბარელი იქნება დღეში.


ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ნავთობით მოვაჭრეების უმეტესობა თვლის, რომ გადამამუშავებელი ქარხნებიდან მიწოდება 2023 წლის ბოლომდე დაიწყება.


არაბეთის გაერთიანებული საემიროები 2023 წელს საფრანგეთსა და გერმანიაში დიზელის მიწოდების გაზრდას დღეში 100 000 ბარელით გეგმავს. გარდა ამისა, გასულ წელს აბუ დაბის ეროვნულმა ნავთობის კომპანიამ სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე რუვეისის კომპლექსის გადამუშავების სიმძლავრე დღეში 900 000 ბარელზე მეტად გაზარდა.


თეგები:
ნავთობი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up