„თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ევროს მიმართ ლარის მკვეთრ გამყარებას აფასებს და ამბობს, რომ სავალუტო ბაზარზე ასეთი ტენდენცია პროდუქციის ევროპაში ექსპორტზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
მისი თქმით, ევროს გაუფასურება ევროზონაში ექსპორტს ცალსახად პრობლემას უქმნის, რადგან გაუფასურებული ევროთი ადგილობრივი ხარჯების გასტუმრება უწევთ. თუმცა, წარმოებისთვის საჭირო მთელ რიგ პროდუქციას და ნედლეულს ევროპაში ყიდულობენ, რაც გარკვეულწილად აკომპენსირებს კურსის სხვაობით გამოწვეულ დანაკარგებს.
მაგალითად, „თელავის ღვინის მარნის“ შემთხვევაში ბოთლის საცობი შემოდის პორტუგალიიდან, ბოთლი იტალიური და ფრანგული მასალაა, ასევე საფუარიც. ეს ყველაფერი გარკვეულწილად აკომპენსირებს გაუფასურებულ ევროს.
ზურაბ რამაზაშვილის თქმით, არის მრავალი სექტორი, რომლებსაც ევროს გაუფასურება დიდ პრობლემას შეუქმნის.
სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, 13 ივლისს 1 დოლარიც და 1 ევროც 2,88 ლარი ღირს.
წყარო: gbc.ge