ევროსტატის მონაცემებით ბიზნესის რეგისტრაცია შემცირდა, ხოლო გაკოტრება გაიზარდა

ევროსტატის მონაცემებით ბიზნესის რეგისტრაცია შემცირდა, ხოლო გაკოტრება გაიზარდა

access_time2022-08-17 15:00:14

2022 წლის მეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ევროკავშირში ახალი ბიზნესის რეგისტრაცია 1,2% - ით  შემცირდა. - ამის შესახებ ინფორმაციას Eurostat ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან ახალი ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელი იკლებს.


ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით 2022 წლის პირველ კვარტალში, 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 2.3% -იანი კლება დაფიქსირდა.


რაც შეეხება გაკოტრებულ ბიზნესებს, 2021 წლის მესამე კვარტალში მათი რაოდენობა მეორე კვარტლის პირველ კვარტალთან შესამჩნევი 11%-იანი ვარდნის შემდეგ კვლავ გაიზარდა.

 

უახლესი მონაცემები აჩვენებს, რომ 2022 წლის მეორე კვარტალში ბიზნესების გაკოტრების მაჩვენებელი 2022 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2,2%-ით არის გაზრდილი.




2022 წლის ორ კვარტალში ევროკავშირში ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელი 2019 წლის პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით მაინც მაღალი იყო.

 

2022 წლის მეორე კვარტალში გაკოტრების მაჩვენებელი კი ყველაზე მეტად სატრანსპორტო საქმიანობაში  იზრდება.


კონკრეტულად გაკოტრების აქტივობების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში გაკოტრების კლება მხოლოდ სამშენებლო, საინფორმაციო და საკომუნიკაციო სექტორში დაფიქსირდა და  წინა კვარტალთან შედარებით კლებამ -12% და -4% აჩვენა. რაც შეეხება ტრანსპორტის და საწყობის მიმართულებას, აქ გაკოტრების მაჩვენებელი 16%-ით გაიზარდა, ხოლო განათლების, ჯანდაცვისა  და სოციალური აქტივობების  სფეროს  12%-იანი ზრდაა.  ეს უკანასკნელი იყო ის საქმიანობა, სადაც გაკოტრების რიცხვი 2022 წლის მეორე კვარტალში გასულ კვარტალთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა.



პანდემიამდე პერიოდთან შედარებით, 2022 წლის მეორე კვარტალში გაკოტრების რაოდენობა უფრო დაბალი იყო ეკონომიკის უმეტეს სექტორში ორი ძირითადი გამონაკლისით: ტრანსპორტირება და შენახვა, საცხოვრებელი და კვების მომსახურება. 

 

გაკოტრებული ბიზნესების რაოდენობის  ყველაზე დიდი ვარდნა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით  2022 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირდა მშენებლობის, საინფორმაციო და კომუნიკაციების და  ვაჭრობის სფეროში. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up