ევროზონის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა. კერძოდ, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა, თებერვალში ეს მაჩვენებელი 8.5% იყო. ინფორმაციას Blooomberg აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, აღნიშნული მაჩვენებელი 0.1 პროცენტული პუნქტით, 5.7%-მდე გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგად ეკონომიკაში ფასების ზრდის ტემპი ისევ ნარჩუნდება.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში ინფლაცია 9.2% იყო; ნოემბერში - 10.1% იყო; ხოლო ოქტომბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 10.6%-ს შეადგენდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო.
მარტში წლიური ინფლაციის მოსალოდნელზე მეტად შემცირება მსოფლიოს მასშტაბით ნავთობისა და გაზის გაიაფებითაა განპირობებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბუნებრივი აირის ღირებულებაა, რომელიც ერთთვიან ჭრილში მნიშვნელოვნადაა შემცირებული.