ევროზონაში ინფლაცია იზრდება

ევროზონაში ინფლაცია იზრდება

access_time2021-10-08 20:00:52

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ევროზონაში ინფლაცია 3,4%-მე გაიზარდა, აგვისტოში დაფიქსირებულ 3%-თან შედარებით, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

 


ევროპის ცენტრალური ბანკი ამას დროებით და პანდემიასთან დაკავშირებულ მოვლენად მიიჩნევს, მაგრამ ამ ოპტიმიზმის მიუხედავად, გარკვეული მიზეზების გამო ფასების ზრდა ევროკავშირში უკვე სერიოზულ და არაპროგნოზირებად პრობლემად იქცა.

 


როგორც მოსალოდნელი იყო, ენერგოკრიზისის პირობებში ყველაზე მეტად ენერგომატარებლები გაძვირდა - 17,4%-ით, შედარებით ნაკლებია ფასების ზრდა სურსათზე - 2,1%.

 


თუმცა ეს ზოგადევროპული მაჩვენებელია, რეალურად კი რამდენიმე ქვეყანაში ფასების ზრდა უფრო მნიშვნელოვანია - მაგალითად, სექტემბერში ინფლაციამ ესტონეთში 6,4%, ლიეტუვაში 6,3%, სლოვაკიაში 5,1%, გერმანიაში კი 4,1% შეადგინა.

 


ყველაზე დაბალი ინფლაცია - 0,7% - მალტაში დაფიქსირდა.

 


ბოლო სხდომაზე ევრობანკმა განაცხადა, რომ ეტაპობრივად დაასრულებს ფულად-საკრედიტო სტიმულირების პოლიტიკას, რომლის მიზანიც პანდემიის მწვავე ფაზაში ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკების მხარდაჭერა იყო. რეგულატორის აზრით, ამ პოლიტიკას დღეს უკვე აზრი არა აქვს, რადგანაც მიწოდების ჯაჭვში შეფერხებების გამო მსოფლიოში ყველა საქონელზე ფასები ყოველგვარი სტიმულირების გარეშე იზრდება.

 



პირველ რიგში საუბარია 2020 წლის მარტში შემუშავებულ პროგრამაზე Pandemic Emergency Purchase Programme (პანდემიის საგანგებო პირობებში აქტივების ყიდვის პროგრამა), რომლის ფარგლებში ევროპის ცენტრობანკი თვეში 80 მლრდ. ევროს ობლიგაციებს ყიდულობს.



სავარაუდოდ, ეს თანხა პირველ ეტაპზე 70 მლრდ.-მდე შემცირდება.

 


ამ დროისთვის ცენტრალურმა ბანკმა პროგრამის ფარგლებში ობლიგაციების შეძენაზე 1,8 ტრლნ. ევრო დახარჯა.

 


გარდა ამისა, ევროკავშირში პანდემიის პერიოდში აქტივების შესყიდვის კიდევ ერთი პროგრამა - APP (Asset Purchase Programme) - მოქმედებს. მისი მასშტაბები შედარებით მოკრძალებულია - 20 მლრდ. ევრო თვეში, ამიტომაც ის ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

 


ინფლაციის ტემპების ზრდას ხელს ეკონომიკის პოსტპანდემიური ზრდა უწყობს - 2021 წლის მე-2 კვარტალში ევროზონის ეკონომიკა პირველ კვარტალთან შედარებით 2%-ით, ანუ წლიურ ჭრილში 13%-ით გაიზარდა.

 


გარდა ამისა, ევროზონაში პანდემიური უმუშევრობაც შემცირდა - აპრილ-ივნისის პერიოდში დასაქმება 0, 5%-ით გაიზარდა, რაც შრომის ბაზრის ნორმაში დაბრუნებას ნიშნავს. თუმცა, ფასების საყოველთაო და ხშირ შემთხვევაში კატასტროფული ზრდა ამ ოპტიმისტურ განწყობებს სერიოზულ ჩრდილს აყენებს - დღეს ევროპის და არა მხოლოდ ევროპის მთავარი პრობლემა არა პანდემია, არამედ შეუჩერებელი ფასების ზრდა და ინფლაციაა.

 


გაზის მკვეთრმა გაძვირება (1900 დოლარამდე) და მიწოდების შეფერხება ეკონომიკის თითქმის ყველა დარგზე ნეგატიურად აისახება და ამან შესაძლოა ინფლაციის საშუალოევროპულ მაჩვენებელი 4%-მდე გაზარდოს.

 


ვითარება ჩიხურია და არავინ არ იცის, როგორც შეიძლება შექმნილი კრიზისიდან გამოსვლა. ამ დროისთვის 2 ვარიანტი არსებობს და ორივე დიდ რისკს შეიცვას.

 


პირველი გზა ევრობანკის მიერ ობლიგაციების შესყიდვის შეჩერებას და რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ზრდას გულისხმობს. ამ ზომებს შესაძლოა დეფლაცია და ფასების ვარდნა მოჰყვეს.

 


მეორე ვარიანტი გულისხმობს არაფრის კეთებას და რბილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკოს შენარჩუნებას, რისი შედეგიც მშპ-ს ვარდნა ინფლაციის ზრდის ფონზე უახლოესი 1-2 წლის მანძილზე იქნება.

 

 

Haqqin.az





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up