თებერვალში ევროზონაში წლიური ინფლაცია შენელდა და 8.5% შეადგინა. - ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. გამოცემის ცნობით ინფლაცია ინვარეთან შედარებით 0,1% - ული პუნქტით არის შემცირებული, თუმცა ის ეკონომისტების პროგნოზს აჭარბებს.
საბაზო ინფლაცია, რომელიც საკვებისა და ენერგიის არასტაბილურ ხარჯებს გამორიცხავს, თებერვალში 5.3%-დან 5.6%-მდე გაიზარდა. პოლიტიკის შემქმნელები მთავარ აქცენტს ახლა ამ მაჩვენებელზე აკეთებენ, რაც იმაზე მიუთიტებს რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მიმდინარე თვეში მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო მეტად გაამკაცრებს.
მიმდინარე წლის თებერვალში თებერვალში ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ნახევარი პუნქტით - 2%-დან 2.5%-მდე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.