ევროზონაში ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია

ევროზონაში ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია

access_time2022-03-03 00:00:00

ევროზონაში ინფლაციამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია და მოლოდინს გადააჭარბა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრა ენერგეტიკული ხარჯების კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდის რისკს ქმნის.

სამომხმარებლო ფასები თებერვალში გასულ წელთან შედარებით 5,8%-ით გაიზარდა და აჭარბებს Bloomberg-ის მიერ გამოკითხულ ეკონომისტთა საშუალო შეფასებას - 5,6%-ს. საბაზო ინფლაცია 2.7%-მდე დაჩქარდა.

მაჩვენებლები მაშინ გამოქვეყნდა, როცა გერმანიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ 2022 წელს გერმანიაში ინფლაცია შეიძლება საშუალოდ 5% იყოს. თუმცა, ბუნდესბანკი ინფლაციის გრძელვადიანი მოლოდინების გაქრობის ნიშნებს ვერ ხედავს.

ბაზრები მერყეობენ. გერმანიის 10-წლიანი ინფლაციისგან დაცული ვალის განაკვეთი ცხრა საბაზისო პუნქტით - 2,51%-მდე დაეცა, რაც დღის ბოლოს რეკორდულად დაბალი იყო. იმავდროულად, გერმანიის 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა ოთხი საბაზისო პუნქტით მინუს 0,040%-მდე, რადგან ევრო განაგრძობდა ვაჭრობას 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე.

ენერგეტიკა დარჩა ინფლაციის მთავარ ხელშემწყობად და Deutsche Bank-ის ანალიზი აჩვენებს, რომ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასების ზრდა ევროს ვარდნისკენ უბიძგებს და იწვევს “მანკიერ ინფლაციურ სპირალს”.

მონაცემები გამოქვეყნდა ევროპის ცენტრალური ბანკის ოფიციალური პირების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე.

“ჯერ კიდევ არის მნიშვნელოვანი ინფლაციური ზეწოლა”,- განაცხადა Commerzbank-ის უფროსმა ეკონომისტმა, კრისტოფ ვეილმა, რომელიც ელის, რომ ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.


“ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ინფლაციის შოკი უკვე მარტში დგება. ვვარაუდობთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 6%-იან ზღურბლს გადალახავს”.

პანდემიის შემსუბუქებისას ევროპის ეკონომიკა აღდგენის რეჟიმშია. პოლიტიკის შემქმნელები ამბობენ, რომ აქტივების შესყიდვების შეზღუდვა კვლავ მათი მიზანია, მაგრამ მიანიშნებენ, რომ ობლიგაციების ყიდვის შეწყვეტის გადაწყვეტილება სავარაუდოდ გადაიდება, რადგან აქცენტი გადადის ბრძოლის გვერდითი ეფექტების შეკავებაზე.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს რუსული ზეწოლა ევროზონის ეკონომიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის მიწოდების დეფიციტს, ვირუსით გამოწვეულ გახანგრძლივებულ შეზღუდვებს და ენერგომომარაგების პრობლემას.

ECB-ის მთავარი ეკონომისტის, ფილიპ ლეინის პროგნოზით, კრიზისი გამოიწვევს წარმოების 0,3-0,4 პროცენტული პუნქტით შემცირებას მიმდინარე წელს.

ლეინის კოლეგამ აღმასრულებელ საბჭოში, იზაბელ შნაბელმა, ივარაუდა, რომ ინფლაცია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს უახლოეს მომავალში და არ შენელდეს “ისე სწრაფად, როგორც ადრე ველოდით". მან ასევე თქვა, რომ ფასების ზრდა არ ჩამოვა ECB-ის სამიზნე 2%-ზე დაბლა საშუალოვადიან პერსპექტივაში, რაც ერთ-ერთი პირობაა იმისთვის, რომ პოლიტიკოსებმა განიხილონ საპროცენტო განაკვეთების გაზრდა.

თუ უკრაინა და რუსეთი უახლოეს დღეებში სამშვიდობო შეთანხმებას არ გააფორმებენ, ნორდეას ეკონომისტები წელს რეფინანსირების განაკვეთის ზრდას არ ელიან.

მმართველი საბჭოს წევრმა, ოლი რენიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ “ნორმალიზაციის მიმართულება მაინც სწორი მიმართულებაა. ოფიციალურ პირებს დრო სჭირდებათ, რომ ყურადღებით შეაფასონ ომის შედეგები, სანამ გააგრძელებენ სტიმულირების პროგრამიდან გამოსვლას”.

წყარო: Bloomberg, businessformula.ge

თეგები:
ინფლაცია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up