ევროზონაში მომხმარებლები რეკორდულ ინფლაციას დანაზოგების ხარჯვით ებრძვიან

ევროზონაში მომხმარებლები რეკორდულ ინფლაციას დანაზოგების ხარჯვით ებრძვიან

access_time2022-06-12 22:00:00

ორი წლის განმავლობაში კორონავირუსული შეზღუდვების დროს დაგროვილი დანაზოგების წყალობით, ევროპელი მომხმარებლები რეკორდულ ინფლაციას ხარჯვაში ხელის შეშლის საშუალებას ჯერ კიდევ არ აძლევენ. ტენდენცია კონტინენტის პანდემიურ აღდგენას უდევს საფუძვლად.

ბოლო მონაცემებით, გარეთ კვებისა და მოგზაურობის აღდგენა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ომისა და ჩინეთში პანდემიური აფეთქებების ფონზე წარმოების სისუსტეების კომპენსირება მოახდინოს.

ხარჯვის აღდგენის სიძლიერე აღვივებს ოპტიმიზმს, რომ არა მხოლოდ რეცესიაა თავიდან არიდებადი, არამედ სტაგფლაციაც. ეს ევროპის ცენტრალურ ბანკს ეხმარება განახორციელოს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ გეგმები, რომელიც ათწლეულის განმავლობაში პირველად დგას დღის წესრიგში.

აღდგენის პროცესს, ევროპაში კონფლიქტის მიუხედავად, ეხმარება პანდემიური შეზღუდვების დასრულება და ვაქცინირებული ან ვირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების მზარდი რაოდენობაც. ამასთან, რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა უმუშევრობა და შინამეურნეობებში დანაზოგების სახით არსებობს $753 მილიარდი.

ოპტიმისტური ხედვის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნა ფასების რეკორდულ ზრდად ვერ გადააჭარბებს. გასულ თვეში ევროზონის 19 წევრისთვის ინფლაციამ 8.1%-ს მიაღწია, რაც ცხოვრების ღირებულების გარშემო შფოთვებს აძლიერებს. უკრაინაში ომმა შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს სიტუაცია, განსაკუთრებით ზაფხულის დასრულებასა და გათბობის გადასახადების დაბრუნებასთან ერთად.

თუმცა, ევროპის აეროპორტებში საერთო სურათი, პერსონალის ნაკლებობა და მგზავრების სიჭარბე, აჩვენებს, რომ ფასების ზრდა ვერ აჩერებს მათ, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლიათ გასწვდნენ მოგზაურობას.


ოპტიმისტურ სენტიმენტს იზიარებენ კომპანიებიც. ტურიზმის გიგანტი TUI ვარაუდობს, რომ 2-წლიანი კრიზისის შემდეგ მოგებაზე გავა, ხოლო Booking-ი რეკორდულ საზაფხულო სეზონს ელის.

პარალელურად, გერმანელების ნახევარი აცხადებს, რომ ძველებურ ცხოვრების წესს ინფლაციის გამო ვეღარ სწვდება. თუმცა, ნიშნები აჩვენებს, რომ ხარჯვის შემცირება მხოლოდ გარკვეული მიმართულებებით ხდება, რაც სერვისებს არ მოიცავს.

პრიორიტეტების ამგვარი დალაგება ასევე ფაქტორია ევროპის ცენტრალურ ბანკისთვისაც, რაც სტიმულისა და ნეგატიური რეფინანსირების განაკვეთის დასრულებას ნიშნავს. S&P Global-ის ბიზნეს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროზონა "გამამხნევებლად ურყევი" რჩება, რაც დიდწილად მომსახურების სექტორის, განსაკუთრებით ტურიზმისა და დასვენების დამსახურებაა.

მიუხედავად ამისა, ომი და მისი დამღუპველი ეფექტები გავრცელდება ევროპის ეკონომიკაზეც, სადაც ხელფასების ზრდა ინფლაციას ჩამორჩება, ხოლო ღარიბი შინამეურნეობები განსაკუთრებით ზარალდებიან. თუმცა, ევროკომისიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის მაინც 2.7%-ია.

დამატებით ფაქტორია ისიც, რომ დანაზოგების ხარჯვის სტიმულმა შესაძლოა კიდევ რამდენიმე თვე გასტანოს. UBS Global Wealth Management-ის ეკონომისტის, დინ ტერნერის თქმით, ოპტიმისტურ ტენდენციას ამყარებს უმუშევრობის 6,8%-იანი დონეც, რაც ასევე ამცირებს უკრაინის კონფლიქტის შედეგად გამოწვეულ შფოთებს სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით.

წყარო: Bloomberg,  businessformula.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up