ევროზონის საბაზისო ინფლაციამ იანვარში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, რაც, სავარაუდოდ, განამტკიცებს ევროპის ცენტრალური ბანკის გეგმას საპროცენტო განაკვეთები ნახევარი პუნქტით გაზარდოს მომავალ თვეში.
ფასების ზრდამ მიაღწია 5.3%-ს, — აღნიშნულია ევროსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
იანვარში საბაზო ინფლაცია 5.3%-ს შეადგენდა. ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი კი, რომელიც საკვებისა და ელექტროენერგიის ფასებს მოიცავს 8.6% გახდა.
სავარაუდოდ, ECB მარტში, როგორც დაგეგმილი იყო, დეპოზიტების განაკვეთს 3%-მდე გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკმა განაკვეთი ნახევარი პუნქტით 2.5%-მდე თებერვალში უკვე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.