ივლისში ევროზონის 19 ქვეყანაში უმუშევრობის დონე 6,6%-მდე შემცირდა. ამის შესახებ მოწმობს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
წინა თვის მონაცემებში უმუშევრობის დონე 6,7% იყო, შედეგად კი ივლისის მაჩვენებელი გახდა მინიმალური ევროზონისთვის ამ ტიპის სტატისტიკის წარმოებიდან დღემდე.
ამასთან, 2021 წლის ივლისში უმუშევრობის დონე 7,7% იყო.
რაოდენობრივად კი ევროზონაში ივლისში უმუშევართა რაოდენობამ 10,983 მლნ ადამიანი შეადგინა, რაც 1,566 მილიონით ნაკლებია წინა წლის ივლისთან შედარებით.
ევროზონის ქვეყნებს შორის უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ესპანეთში - 13,6%, ყველაზე დაბალი კი გერმანიაში - 2,9%.