ევროზონის ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზი გაუმჯობესდა

ევროზონის ეკონომიკურ ზრდაზე პროგნოზი გაუმჯობესდა

access_time2021-07-13 13:10:00

სააგენტო Reuters-ის მიერ გამოკითხული 100 ეკონომისტიდან 70% მიიჩნევს, რომ წელს ევროზონის ეკონომიკა, საშუალოდ, 4,5%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4,3%-ით. ეს მეტია გასული თვის პროგნოზებთან შედარებით, რომლის მიხედვითაც ეკონომისტები ორივე წელს 4,2%-იან ზრდას ვარაუდობდნენ. სააგენტომ გამოკითხვა 5-12 ივლისის პერიოდში ჩაატარა.


თუმცა ეკონომიტების პროგნოზის ახალი მაჩვენებლები ევროკომისიის ოპტიმისტურ პროგნოზზე დაბალია. ევროკომისია მოელის, რომ წელს ევროზონის ეკონომიკა 4,8%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი - 4,5%-ით. ეს მეტია ევროკომისიის მაისის პროგნოზის მაჩვენებლებზეც, რომლის მიხედვითაც კომისია მოელოდა, რომ ეკონომიკა წელს 4,3%-ით, მომავალ წელს კი 4,4%-ით გაიზრდებოდა.


რაც შეეხება კვარტალურ ზრდას, თუ ივნისში ეკონომისტები მე-3 კვარტალში ეკონომიკურ ზრდას 2,3%-ით, მე-4 კვარტალში კი 1,2%-ით პროგნოზირებდნენ, ბოლო გამოკითხვით ეს მოლოდინებიც გაზრდილია: მე-3 კვარტალში 2,4%-ით გაიზრდება, მე-4-ში კი - 1,3%-ით.


აპრილის გამოკითხვასთან შედარებით, გაზრდილია ეკონომიკის წლიური ზრდის პროგნოზიც დასახელებული 3 ქვეყნისთვის: გერმანიისთვის - 3,5%-ით მაშინ, როცა აპრილში 3,2%-იან წლიურ ზრდას ვარაუდობდნენ , საფრანგეთისთვის წინა 5,4%-იან ზრდასთან შედარებით, 5,75%-ით და იტალიისთვის წინა 4,1%-თან შედარებით, 4,8%-იან წლიურ ზრდას მოელიან.



მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი ვალუტის ბლოკში ინფლაციის ზრდას ვარაუდობდნენ, რომელიც 2021 წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს საშუალოდ გადააჭარბებს, ეკონომისტები პროგნოზირებენ, რომ წელს ინფლაცია საშუალოდ, 1,9%-ს შეადგენს, შემდეგ წელს კი იკლებს და 1,4%-მდე დაიწევს.


გამოკითხულ ეკონომისტთა 90%, ანუ 60-დან 53 რესპონდენტი აცხადებს, რომ COVID-19-ის ახალი ვარიანტები წელს ევროზონის ყველაზე დიდი რისკია, დანარჩენი 7 ეკონომისტი კი მთავარ რისკად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას მიიჩნევს. რისკებს შორის მაღალ ინფლაციას არავინ ასახელებს.


„COVID-19 ყველაზე დიდი ამოუცნობ რისკად რჩება და ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში ეკონომიკური ზრდა არსებითად შენელდება, თუკი კორონავირუსი კვლავ არ გაძლიერდა. მართალია, წელს ინფლაციაც მაღალი იქნება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს დროებითი ფაქტორია და მას ევროპის ცენტრალური ბანკი გააკონტროლებს,“ - აცხადებს Rabobank-ის მაკროსტრატეგიის ანალიტიკოსი, ბას ვან გეფენი.


BPN.GE



თეგები:
პროგნოზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up