2021 წლის მესამე კვარტალში ევროზონაში შემავალი 19 ქვეყნის ეკონომიკა 2,2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალთან შედარებით, ამის შესახებ ევროპის სტატისტიკის სამსახურის Eurostat-ის მიერ გავრცელებული ანგარიში მოწმობს.
ექსპერტები მეორე კვარტალთან შედარებით 2%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ. ევროზონის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში 2,1%-ით გაიზარდა, ხოლო პირველ კვარტალში 14,2%-ით. არადა ნავარაუდები იყო 2,2 და 14,3 პროცენტიანი ზრდა.
წლიურ გამოხატულებაში კი ევროზონის მშპ გაზრდილია 3,7%-ით.
ამასთან, გერმანიის ეკონომიკა მესამე კვარტალში გაიზარდა 1,8%-ით, საფრანგეთის 3%-ით, იტალიის 2,6%-ით, ესპანეთის კი 2%-ით.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მშპ კი მესამე კვარტალში გაზრდილია 2,1%-ით, მაშინ როცა მეორე კვარტალში ზრდა იყო 3,9%.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი