ევროზონის თანამშრომელთა თითქმის მესამედს უფრო მეტად სურთ დისტანციური მუშაობა, ვიდრე ამის უფლებას დამსაქმებელი აძლევს და მზად არიან ამის გამო სამუშაო შეიცვალონ. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) კვლევაშია საუბარი.
ბიზნესი კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებებს დისტანციური მუშაობის პოლიტიკაზე, რაც პროფკავშირებსა და დამსაქმებლებს შორის დაძაბულობას იწვევს. მათ შორის ECB-ი უფრო ნაკლებ დისტანციურ სამუშაო დღეებს სთავაზობს თანამშრომლებს, ვიდრე მოთხოვნაა.
იმ თანამშრომლებს, ვისაც დისტანციური სამუშაოს შესაძლებლობები აქვთ, უფრო მეტად სურთ სამუშაოს შეცვლა. ასეთი თანამშრომლების წილი 30%-ს შეადგენს, ნათქვამია კვლევაში.
კვლევამ დაასკვნა, რომ დასაქმებულთა დაახლოებით 2/3-ს სურს კვირაში ერთხელ მაინც იმუშაოს სახლიდან, რადგან მგზავრობისას დაკარგული დრო ყველაზე დიდი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს დისტანციურ მუშაობაზე.
„მუშებს, რომლებსაც სამსახურამდე მგზავრობაში (ერთ გზაზე) ერთ საათზე მეტი სჭირდებათ, ურჩევნიათ თვეში 10 სამუშაო დღე სახლიდან იმუშაონ, რაც 4 დღით მეტია იმ მუშების სურვილზე, რომლებსაც სამსახურამდე მგზავრობისთვის 15 წუთზე ნაკლები სჭირდება“, - ნათქვამია ECB-ის კვლევაში.
https://www.reuters.com/world/europe/third-euro-zone-employees-want-more-remote-working-ecb-study-2023-02-15/