ე.წ. „რიყის დოქები“ მეშვიდე აუქციონზე აუქციონზე გაიყიდა. 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა 10 მილიონ 20 ათას ლარად „Global Victory Trust“-მა იყიდა. „რიყის დოქები“ მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად 50%–იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა. წარუმატებელი აღმოჩნდა მეხუთე ცდაც. სახელმწიფო ობიექტის გასხვისებას 30 მლნ ლარად ცდილობდა.
აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მომავალი მესაკუთრე ვალდებულია 36 თვის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ობიექტის სამომავლო განვითარება ხელს შეუწყობს რიყის ტერიტორიაზე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენას, რაც კიდევ უფრო აამაღლებს ტურისტულ პოტენციალს და გაზრდის ვიზიტორთა რაოდენობას.
კომერსანტი ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტის გასხვისების ქრონიკას დეტალურად გაგაცნობთ:
მთავრობამ „რიყის დოქების“ საპრივატიზაციო აუქციონი მეექვსედ, 21 თებერვალს დასაწყისში გამოაცხადა, თუმცა .ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.
„რიყის დოქები“ მეხუთედ, ₾65 მილიონით გაიაფდა, თუმცა ერთ-ერთი გამორჩეული შენობა მიმდინარე წლის დასაწყისშიც ვერ გაიყიდა.
უკვე შემდგომი, მეოთხე აუქციონი 2021 წლის მაისში გამოცხადდა, კომპლექსის საწყისი ღირებულება 47,5 მილიონ მლნ ლარი იყო, სახელმიწფო ობიექტს 50%-იანი ფასდაკლებით ყიდდა, თუმცა ისიც უშედეგოდ დასრულდა.
მესამედ „რიყის დოქებზე“ აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ აპრილის დასაწყისში გამოაცხადა. ობიექტის საწყისი ღირებულება 71,25 მლნ ლარი იყო.
მორედ „რიყის დოქები“ 47,5 მილიონ ლარად, 50%-იანი ფასდაკლებითაც ვერ გაიყიდა
პირველი აუქციონი 2020 წელს ჩატარდა ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო