„ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, - პაატა ბაირახტარი

„ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, - პაატა ბაირახტარი

access_time2021-11-26 11:10:45

„გაჟღერდა რამდენიმე ინიციატივა. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა უფრო შორსაც წავიდა და საკანონმდებლო ინიციატივაც წარადგინა პარლამენტში, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ე.წ. საპენსიო სესხების საკითხზე პოლიტიკოსების ყველა დაპირება აბსურდულია“, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ რადიო-გადაცემაში „კომერსანტი LIVE“, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა.

როგორც ბაირახტარმა განმარტა, პოლიტიკური ძალების მხრიდან აქცენტი კეთდებოდა საპენსიო გასაცემლების საბანკო მომსახურებისას კონკურენციის დაშვებაზე და იმაზე, რომ ეს პროცესი თავისთავად გააიაფებდა ე.წ. საპენსიო სესხის საპროცენტო სარგებელს.

„სამწუხაროდ, დღეს უკვე, თამამად შეიძლება ითქვას, არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ე.წ. საპენსიო სესხზე სარგებლის შემცირების მიზნით ამა თუ იმ ინიციატივას აჟღერებდა, არ ეყრდნობოდა არანაირ კონკრეტულ და არგუმენტირებულ გათვლას. არც ერთ მათგანს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული და რიცხვებზე დაფუძნებული ხედვა, თუ რა მიზეზ - შედეგობრივი პროცესი მოიტანს იმ შედეგს, რაც მათ ინიციატივებს უკავშირდება. მე არ მგონია, რომ იმ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინც ამ საკითხით აპელირებდა წინასაარჩევნოდ, არ ესმოდეს რეალური ვითარება და არ ესმოდეს, რომ საკითხის სპეციფიკა გაცილებით ფართო და რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს და რომ არსებული სიტუაციის გაუმჯობესება ხელის ერთი აქნევით, ან რაიმე ადმინისტრაციული ზომით, უბრალოდ შეუძლებელია. როგორც ჩანს, მათი აქტივობები მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე იყო გათვლილი და საარჩევნოდ ელექტორალურად აქტიური სეგმენტის გულის მოგებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის ნამდვილად არ იყო მოულოდნელობა, რომ ამ პოლიტიკური ძალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ვერც ერთი დონის თვითმმართველობაში ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაიყვანა. ველოდი, რომ ელექტორატი მათ იაფფასიან საპენსიო ტრიუკებს არ წამოეგებოდა და ასეც მოხდა კიდეც“, - განაცხადა ბაირახტარმა „კომერსანტი LIVE” – ში საუბრისას.


 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up