ამერიკული ენერგოკომპანია ExxonMobil-ი აცხადებს, რომ რუსეთში მუშაობას წყვეტს და ქვეყანაში ინვესტიციებს აღარ განახორციელებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის დატოვებს ყველა პროექტს, მათ შორის ნავთობისა და გაზის მსხვილ საწარმოს სახალინის კუნძულზე.
„ვგმობთ რუსეთის სამხედრო ქმედებებს, რომელიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის მოსახლეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება Exxon-ის კონ კურენტებმა, Shell-მა და BP-მაც მიიღეს.
ipn.ge