ExxonMobil-მა შორეული აღმოსავლეთის რუსული გაზის პროექტი გაყინა

ExxonMobil-მა შორეული აღმოსავლეთის რუსული გაზის პროექტი გაყინა

access_time2022-04-04 17:10:00

ამერიკულმა ExxonMobil-მა შორეული აღმოსავლეთის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) პროექტი გაყინა. ამის შესახებ რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორმა, მიხაილ დეგტიარევმა განუცხადა.


„ამერიკელების მიერ გამოცხადებული დე-კასტრის პორტ-სახალინის მილსადენის პროექტი, მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, გაყინულია. რატომ კეთდება ეს, მაოცებს?! ეს არის საკუთარ ფეხში სროლა. არის გაზი, არის სანაპირო, არის შრომითი რესურსი და ინვესტიციები, თუმცა პროექტს პოლიტიკური მიზეზების გამო მაინც ყინავენ,“ - აცხადებს შეშფოთებული გუბერნატორი.


მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, Exxon-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებმაც „გამოხატეს მზადყოფნა და წინასწარი საპროექტო სამუშაოები ჩაატარეს.“


Exxon Neftegaz Limited, რომელიც არის ExxonMobil-ის შვილობილი კომპანია, Sakhalin 1-ის პროექტის ოპერატორია. მან თებერვალში შორეული აღმოსავლეთის LNG პროექტისთვის კონტრაქტორების შესარჩევად სატენდერო კამპანია წამოიწყო. კომპანია კონტრაქტორებად სამშენებლო მასალების ხარისხის შემფასებლებსა და რკინაბეტონის პროდუქციის მწარმოებლებს ეძებდა.



ხაბაროვსკის მხარის სოფელ დე-კასტრის მახლობლად, წელიწადში 6,2 მილიონი ტონა სიმძლავრის LNG ქარხნის მშენებლობა Sakhalin 1-ის კონსორციუმის ფარგლებში იგეგმებოდა, რისი მიზანიც სახალინის შელფის გაზის რეზერვების მონეტიზაცია იყო. ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, შორეული აღმოსავლეთის LNG პროექტის ღირებულება, 4,2 მლრდ დოლარად არის შეფასებული, რომლის გაშვებაც 2027-2028 წლებში იგეგმება. ქარხნის წინასწარი დაპროექტება TechnipFMC-ს, იაპონურ JGC Corporation-თან ერთად უნდა განეხორციელებინა.


ExxonMobil-მა პროექტ Sakhalin 1-იდან გასვლის შესახებ ჯერ კიდევ 2 მარტს განაცხადა და რუსეთში ინვესტირებაზე უარი თქვა. კომპანიის მიერ გავრცელებულ მაშინდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ExxonMobil-მა, რომელიც პროექტ Sakhalin 1-ს იაპონური, ინდური და რუსული კომპანიების საერთაშორისო კონსორციუმის სახელით მართავს, უკრაინის ომის საპასუხოდ ოპერაციების შეწყვეტის პროცესი დაიწყო, ხოლო Sakhalin 1-ის პროექტიდან გასასვლელად მომავალ ნაბიჯებს შეიმუშავებს.


Sakhalin 1-ის პროექტში ExxonMobil-სა და იაპონურ SODECO-ს თანაბრად 30-30%-იანი, ხოლო „როსნეფტსსა“ და ინდურ ONGC-ს ცალ-ცალკე 20%-იანი წილი ეკუთვნით. პროექტის საბადოს მთლიანი მარაგი 307 მილიონ ტონა ნავთობსა და 485 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს შეადგენს.


bpn.ge



თეგები:
ExxonMobil



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up