კომპანიის არსებობის 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში, Facebook-ის ყოველდღიურად მომხმარებელთა რაოდენობა პირველად დაეცა, - ამის შესახებ BBC წერს.
Meta Networks-ის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე მონაცემებით, წინა კვარტალთან შედარებით, Facebook-ის ყოველდღიურად, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 1,930 მილიარდიდან 1,929 მილიარდამდე შემცირდა.
ამასთან, ისეთი ქსელების კონკურენციის პირობებში, როგორებიც TikTok-ი და YouTube-ია, შენელებულია კომპანიის შემოსავლების ზრდის ტემპი.
მარკ ცუკერბერგის თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი Facebook-იდან Twitter-ზე, Snap-სა და Pinterest-ზე გადაერთო.
imedinews.ge